ჰოროსკოპი
5 ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშანი
თითოეული ადამიანი წყენას თავისებურად განიცდის. ზოგი მას ივიწყებს და ცხოვრებას აგრძელებს, ზოგიც საკუთარ თავში იკეტება და ირგვლივ სამყაროს აღარ ენდობა, სხვები კი შურისძიების გეგმას ადგენენ.
შურისძიების სურვილი ხასიათის განსაკუთრებული თვისებაა, რომელიც მხოლოდ ბოროტი და ეშმაკი ადამიანებისათვის არ არის დამახასიათებელი. თუ კეთილ და მომხიბვლელ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებთ, შეიძლება მისი რისხვა დამანგრეველი იყოს.
ასტროლოგების მიხედვით, 5 ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშანი არსებობს.
5. ტყუპები
ამ რეიტინგში ტყუპები საპატიო ადგილს იკავებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფას უპასუხოდ არასდროს ტოვებს. ტყუპები დამნაშავეს პირდაპირ არ უპასუხებს. უფრო მეტიც, შეიძლება ისეთი სახე მიიღოს, თითქოსდა ვერაფერს მიხვდა. თავში კი უკვე შურისძიების გეგმაზე ფიქრი დაწყებული ექნება.
ტყუპები შურს ჩუმად იძიებენ. ამ ადამიანმა შეიძლება ვერასდროს გაიგოს რომ თავს დატეხილი უბედურება ტყუპებმა გამოიწვია. ტყუპებს ჭორების გავრცელება ან სხვა გზით ზიანის მიყენება შეუძლია. ამასთან შურისძიებას აბსოლუტურად კანონიერად და სამართლიან რეაგირებად მიიჩნევს. შურს აუცილებლად იძიებს, მაგრამ ძალიან მკაცრად არა, რადგან ბუნებით სისხლისმსმელი ნიშანი არაა.
4. ლომი
კარგი ხასიათი და კომუნიკაციის უნარის მიუხედავად ლომმა ბოროტად დამახსოვრება და შურისძიება იცის. ლომი იმწამსვე შურს იძიებს. ამასთან მისი აგრესია იმდენად დიდი იქნება, რომ ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშნის გაბრაზებას გადააჭარბებს. ლომი მხოლოდ მაშინ დამშვიდდება, როცა მსხვერპლს კარგად სცემს. ყველაზე დიდი შურისძიება საზოგადოების წინაშე დამცირების, სიცილის და შეურაცხყოფის მიყენება იქნება.
თუ დაუყონებლივ შურისძიებას ვერ მოახერხებს, დამშვიდდება და მისი გაბრაზება თანდათან გაქრება. რასაკვირველია, დამნაშავეს ბოლომდე არ პატიობს და შესაძლებლობის შემთხვევაში „ძვლებში გადატეხს“. თუმცა შურისძიების მეთოდების სპეციალურად ძიებას არ დაიწყებს. ეს მის ღირსებას აღემატება.
3. კურო
ბუტია და ოდნავ გულუბრყვილო კურო მტკივნეულად რეაგირებს მათზე, ვინც მას ღირსეულად არ აფასებს, მის გამასხარავებს ან უღირსო თამაშით მის დამარცხებას ცდილობს. ნებისმიერი უსამართლობა კუროს გაბრაზებას იწვევს და მას მხოლოდ შურისძიების სურვილი უჩნდება!
ხასიათის გამო კურო ძალიან უხეშად, მოუხერხებლად და დაუფიქრებლად მოქმედებს. უფრო მეტიც, კუროს შურისძიება ძალიან გულუბრყვილოდ ჩანს, ხშირად გარშემომყოფების სიცილს იწვევს და მიზანს იშვიათად აღწევს. დამნაშავე ხვდება, თუ შურისძიებას ვინ ცდილობს და დამცავი ზომების მიღებას ასწრებს. კურო ჩვეულებრივ საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებს. კურო არასდროს გაპატიებთ და ყოველთვის ეცდება შური იძიოს.
2. ქალწული
ქალწული ძალიან მიზანდასახული ადამიანია, რომელიც ყოველთვის თავისას აღწევს. მათი ბოროტად დამახსოვრების უნარის გათვალისწინებით, წარმოიდგინეთ ქალწულის შეურაცხმყოფელ ადამიანს რა დაემართება. ჩვეულებრივ კეთილია და ვინმესთვის ზიანის მიყენებას არ ცდილობს, მაგრამ თუ მას და მის ოჯახის წევრებს ეხებიან, ძალიან ბოროტი ხდება.
მას თავში მხოლოდ შურისძიება უტრიალებს. ამასთან შურისძიება ძალიან მკაცრი იქნება და დამნაშავეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება. მისი შურისძიება კარგად მოფიქრებული და დაგეგმილია.
1. მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე სახიფათო წარმომადგენელია. ის სასტიკი და უკომპრომისო ნიშანია, რომელსა ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, თუ მას და მის ახლობლებს შეურაცხყოფას მიაყენებენ. მორიელი ბუტია არაა, მაგრამ დარტყმის მიღების შემდეგ, შურისძიებას იმწამსვე დაგეგმავენ, ამასთან ძალიან მკაცრ და დახვეწილ შურისძიებას.
სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, დაჭრილი მორიელის შეჩერება შეუძლებელია. მასთან შეთანხმების მიღწევა და პატიების მოპოვება შეუძლებელია. მორიელი ყველაზე შთამბეჭდავ შურისძიების გეგმას მოიფიქრებს და დამნაშავეს გაანადგურებს. ამ მხრივ მას თანასწორი არ ჰყავს.