Connect with us

საკითხავი

5 ფარული ნიშანი, რომ ძაღლი პატრონზე განაწყენებულია

ურთიერთგაგება ცხოველებთან კომუნიკაციისა და კავშირის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რა გავაკეთოთ, თუ შინაური ცხოველი მოულოდნელად თავს გარიდებთ, საყვარელ საჭმელზე ცხვირს იბზუებს ან თქვენს ბრძანებებს აღარ ასრულებს? ეს ნიშანია, რომ ძაღლი განაწყენდა თუ უბრალოდ განებივრებულია?

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ძირითად სიგნალებს, რომელიც მიგანიშნებთ, რას განიცდის ცხოველი. უნდა გესმოდეთ, რომ თითოეული ძაღლი ბუნებით უნიკალურია, ამიტომ წყენის ნიშნები განსხვავებულად ვლინდება. ჯიშის თავისებურებაც უნდა გაითვალისწინოთ.

რატომ სწყინს ძაღლებს

პირველად შინაური ცხოველის ემოციებს მის ბავშვობაში ვაწყდებით. მაშინაც კი, თუ პირველი ძაღლია, სწრაფად მიხვდებით, რომ ორი იდენტური ხასიათის ლეკვი არ არსებობს. ნაცნობი ძაღლების მოყვარულთა გამოცდილება უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მისი ლეკვი თქვენს ლეკვთან შედარებით სხვაგვარად მოიქცევა. თითოეულ ჯიშს ხასიათის საერთო თვისებები აქვს, მაგრამ ძაღლების უმეტესობას საკუთარი უნიკალური თვისებების ნაკრები აქვს, რომელიც ყველაში განსხვავებულად ვლინდება.

ცხოველებს, რომლებიც პატრონებთან ძალიან ახლოს და გულახდილები არიან, ხშირად სწყინს. ყოვლისმომცველი სიყვარული და ერთგულება ცხოველის რთული ხასიათის გამოვლენას არ ფარავს.

ასეთი ქცევის ნათელი მაგალითია ძაღლის განაწყენება პატრონზე, რომელიც არ ეთამაშება, არ ასეირნებს, არ ეფერება და სხვა საქმით დაკავებულია. ამ შემთხვევაში ცხოველი შეიძლება განაწყენდეს და მთელი თავისი გარეგნობით ცდილობს მიგანიშნოთ, რომ ელოდება, როდის გამოასწორებს პატრონი შეცდომას და პატიებას ითხოვს. მნიშვნელობა არ აქვს, რა ენაზე გააკეთებთ ამას: ძაღლს სიტყვების მნიშვნელობის არ ესმის, ხოლო ინტონაციებს იჭერს. მას შემდეგ, რაც პატრონი გამოხატავს ყურადღებას, ფუმფულა ცხოველი იწყებს კუდის ქიცინს, მკერდზე ხტუნვას, ლოკვას და სიხარულის ყოველმხრივ გამოხატვას.

სამწუხაროდ, მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ ძაღლებსა და ადამიანებს შორის სიყვარულის და გრძნობების სიღრმის განსაზღვრავს. თუმცა თაობების გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს: ზოგჯერ ადამიანს ცხოველთან იმდენად კარგი დამოკიდებულება აქვს, მას მეგობარს და ოჯახის წევრს უწოდებს, რომ დროთა განმავლობაში ძაღლიც იმავეს განიცდის, რასაც პატრონი.

როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ინტელექტის დონე

ნებისმიერ ოთხფეხას შეუძლია გამოავლინოს ტემპერამენტის ათეულობით ძირითადი ტიპი და ათასობით ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც მის ინტელექტუალურ ქცევაზე გავლენას ახდენს. არ არსებობს ერთადერთი ტესტი, რომლითაც ძაღლის ჭკუას და ემოციურობის დონეს შეაფასებთ.

გარდა ამისა, ნებისმიერი ტესტის შედეგზე ძაღლის ცხოვრებისეული გამოცდილება გავლენას ახდენს. სავარაუდოდ, საშუალო სტატისტიკურ პომერანიულ შპიცს დროულად აჭმევენ, აბანავებენ, ასუფთავებენ, ასეირნებენ და ეფერებიან, მისი მხრიდან ზედმეტი ჩარევის გარეშე. აი, ნაგაზმა მთელი დღე ცხვარი უნდა დაიცვას, იფიქროს, სად და როგორ იშოვოს საკვები, სად გაექცეს სიცივეს, წვიმას ან აუტანელ სიცხეს. გამოდის, თუ პირველ ჯიშს ტვინის ვარჯიშის მოთხოვნილება არ აქვს, მეორე ინტელექტის გარეშე ვერ გადარჩება. აქედან დასკვნა, რომ რაც უფრო ნაკლებ დროს ატარებს ცხოველი თბილ სახლში, მით უფრო მაღალია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები.

როგორ გავიგოთ, რომ ძაღლი განაწყენებულია: 5 ფარული ნიშანი

თითქმის ყველა ძაღლს შეუძლია გულში ჩაიდოს წყენა პატრონის მიმართ ღალატის ან, მისი აზრით, უსამართლო სასჯელის გამო.  ამასთან ცხოველი ადამიანის სულიერ მდგომარეობას გრძნობს, თანაგრძნობა და მასზე ნერვიულობა შეუძლია.

მზერის თავიდან აცილება

განაწყენებული ძაღლი თქვენს მზერას თავს არიდებს. ცხოველმა თავი შეიძლება გააბრუნოს ან უარი თქვას თვალებში ჩახედვაზე, რაც მისი უკმაყოფილების პირდაპირი გამოვლინებაა.

ქცევაში ცვლილებები

ჯერ კიდევ გუშინ აქტიური მხიარული ძაღლი წამებში პასიური და მოწყენილი გახდა. თქვენთან ურთიერთობას დემონსტრაციულად გაურბის, თამაშზე უარს ამბობს, აქტივობისადმი, რომელიც ადრე მოსწონდა, ინტერესს არ გამოხატავს.

დაცვის ძიება

გულნატკენ ცხოველს შეუძლია თავდაცვითი ქცევა გამოავლინოს. ასეთია სივრცის შემცირება, ხმამაღალი ყეფა, მუდმივი ღრიალი და კბენის მცდელობაც. ძაღლი თავს დაუცველად შეიძლება გრძნობდეს, აგრესიულად რეაგირებდეს სიტუაციაზე, რომელიც ადრე მასში დიდ რეაქციებს არ იწვევდა.

მადის დაკარგვა

ცხოველი, რომელიც პატრონზე გაბრაზებულია, ჭამისადმი ინტერესს ხშირად კარგავს. შეიძლება ჩვეულ საკვებზე უარი თქვას ან ჩვეულებრივზე ნაკლები შეჭამოს.

განმარტოება

განაწყენებული ცხოველი ცდილობს განმარტოებას იქ, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. საწოლის, კიბის, ავეჯის ქვეშ ან ოთახის კუთხეში თავშესაფარს ეძებს.

რა გავაკეთოთ, თუ ძაღლი განაწყენდა

პირველ რიგში, უნდა მიიღოთ, რომ ეს არ არის წყენა ძაღლის დემოკრატიული ხედვის უფლების აღდგენის მიზნით (ხუმრობა). მსგავსი ქცევა ამბობს, რომ ცხოველი ვერ ხვდება, რატომ შეიცვალა პატრონის ქცევა. ზოგჯერ ვიღაც ძაღლს კუდზე შემთხვევით აბიჯებს. ის ამას არ ელოდა და შორს წასვლა სურს. ამას არ აკეთებს ღრმა წყენის გამო, უბრალოდ ვერ ხვდება ადამიანის მოუხერხებელ ქმედებას.

მეორეც, თუ ძაღლი ჯანმრთელია და თავის ადგილზე წამოწოლა გადაწყვიტა, დაელოდეთ, როცა ემოციებს გადალახავს და თავად წამოვა კონტაქტზე. მისი გამოკვების, გართობის ან ნუგეშისცემის მცდელობით ძაღლი შეიძლება მიხვდეს, რომ თქვენი ქცევის გაკონტროლება შეუძლია. ეს უკვე პრობლემაა.

ეს ნიშნები და წესები მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველთან მუშაობს. ავადმყოფი ძაღლის დეპრესიული მდგომარეობა შეიძლება წყენად აღიქვათ, როცა სინამდვილეში ვეტერინარული დახმარება სჭირდება. გიყვარდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები და დრო დაუთმეთ.

Advertisement