Connect with us

თავის მოვლა

5 სახის ნიღაბი ზამთარში. კანს მბზინვარეს ხდის და უამინდობისგან იცავს

შემოდგომა–ზამთრის პერიოდში სახის კანზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ. სიცივე კანს ძლიერ აზიანებს. კანი გამომშრალი და აქერცლილი ხდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ზამთრის სუსხიანი ამინდისთვის წინასწარ მოემზადოთ და ყველაფერი გააკეთოთ, რომ ასი პროცენტით იდეალურად გამოიყურებოდეთ. ამ საქმეში შინაურული სახის ნიღბები დაგეხმარებათ.

ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბები კანს ატენიანებს და უამინდობისგან იცავს. კანის დასაცავად ძვირიანი კრემების ყიდვა საჭირო აღარაა. ეფექტური ნიღბები სახლში მოამზადეთ.

5 საუკეთესო სახის ნიღაბი სახის კანისთვის

ხილის ნიღაბი

2 ჩ/კ ციტრუსის წვენი (ლიმონი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი) აიღეთ და 1 კვერცხის გული დაუმატეთ. 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი ჩაასხით. 2 ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი ნარევი მიიღოთ. ნიღაბი სახეზე წაისვით. 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

1 ს/კ შვრია დააქუცმაცეთ. 1 ს/კ კეფირი და 1 ს/კ თხევადი თაფლი დაუმატეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ. მზა ნარევი სუფთა კანზე წაისვით. 15 წუთში ჩამოიბანეთ.

მწვანე ნიღაბი

ისპანახით დამატენიანებელი საშუალება საოცრად მარტივად მზადდება. მსხვილად დაჭრილი ისპანახი წყალში მოხარშეთ. მარილი არ დაუმატოთ. ისპანახი მარლაზე დააწყვეთ და სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონებზე დაიფინეთ. 15 წუთში მოიშორეთ და კანი დაიბანეთ.

ბანანის ნიღაბი

ნახევარი ბანანი აიღეთ და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. 5 წვეთი ახალდაწურული ლიმონის წვენი დაუმატეთ. 0,5 ჩ/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი სახეზე წაისვით. 10 წუთში გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

არაჟნის ნიღაბი

1 კვერცხის გული და 1 ს/კ ცხიმიანი არაჟანი პატარა ღრმა თასში მოათავსეთ. კარგად აურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით. 10 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანი ქაღალდით შეიმშრალეთ.

თუ ინგრედიენტებზე ალერგიული არ ხართ, ნიღაბი მოამზადეთ და გამოიყენეთ. თუ რეგულარულად გამოიყენებთ, სახის კანი ბზინვარე და დაცული გახდება. სიცივე და ქარი ვეღარ შეაშინებს.

Advertisement