Connect with us

ჯანმრთელობა

5 საუკეთესო რეცეპტი თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად

ბევრს ავიწყდება, რომ თავის ტვინის ძლიერი სისხლძარღვები ხანგრძლივი ცხოვრებისა და შესანიშნავი განწყობის მაჩვენებელია.

ძალიან მარტივი რეცეპტები დაგეხმარებათ ისეთი პრობლემების მოშორებაში, როგორიცაა

  • შაკიკი
  • ქრონიკული დაღლილობა
  • კისრის ოსტეოქონდროზი
  • თავის ტკივილი და ა.შ.

1. თაფლის და ხახვის წვენის ნარევი

  • ½ ჭიქა ხახვის წვენი
  • 1 ჭიქა თაფლი

აიღეთ ხახვი და წვენი გაწურეთ. 1 ჭიქა თაფლი და ½ ჭიქა ხახვი აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ 1 ჩ/კ ნარევი, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. ეს საშუალება ყველა სისხლძარღვს გაწმენდს, ქოლესტერინს მოგაშორებთ და იმუნურ სისტემას გააძლიერებს.

2. ცაცხვის თაფლი, კოჭა, ნიგოზი

აიღეთ მინის ქილა, აქ დაახლოებით 10-15 ნიგოზი დააქუცმაცეთ, შემდეგ 2,5 ს/კ ცაცხვის თაფლი და 2 მწიკვი კოჭა დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. 2 ჩ/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

მკურნალობის კურსი – 20 დღე.

3. ოროვანდის ფესვების ნაყენი

ოროვანდი გარეცხეთ, ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ და დააქუცმაცეთ. შემდეგ თერმოსში 2 ჭიქა მდუღარე წყალი ჩაასხით, 2 ს/კ დაქუცმაცებული ოროვანდი დაუმატეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ასეთი ნაყენი 40 მლ ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

4. ახალ დაწურული წვენი

სისხლძარღვების მდგომარეობაზე ახალ დაწურული სტაფილოს, ბროწეულის, ვაშლის და ნიახურის წვენი ეფექტურად მოქმედებს. ახალ დაწურული, ნახევარი ჭიქა წვენი ყოველდღიურად სადილობამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

5. სასარგებლო პროდუქტების მოხმარება

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდაში პირველი ადგილი ნიორს უკავია. ყოველდღიურად 1 კბილი ნიორის მიღება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. მცირე მინუსი სუნია. თუ ნივრის ჭამა არ გსურს, მისი ალტერნავია ასეთი ნარევია:

  • 2 ს/კ ნიგოზი
  • 2 ს/კ გარგარის ჩირი
  • 2 მცირე ზომის მანდარინი

დააქუცმაცეთ, აურიეთ და 1 დესერტის კოვზი საუზმემდე მიიღეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.