Connect with us

ჯანმრთელობა

5 სანელებელი, რომლებიც ბაქტერიებსა და ავადმყოფობებს ანადგურებენ

თუ კი თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი, ძლიერი ანტიოქსიდანტების მირება გსურთ, აუცილებლად დაუმატეთ მეტი სუნელებეი თქვენს რაციონს.

გახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანისმის თითქმის ყველა დაავადების მიზეზი, თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელ მოქმედებაშია.

აი 5 სუნელის სია, რომლებიც ანტიოქსიდანტების (პოლიფენოლების) მაღალი შემცველობით გამოირცევიან და ასევე რამდენიმე რცევა მათით თქვენი რაციონის შესავსებად.

ორეგანო – მიკრობების წინააღმდეგ

ორეგანო ანუ თავშავა – ეს იტალიური სამზარეულოს სინონიმია, მის გარესე ვერცერთი პასტა, სოუსი თუ პიცა ვერ დამზადდება. თუმცა თქვენ მისი დამატება კვერცხთან, ბოსტნეულის სუპებსა და სალათებშიც შეგიძლიათ.

ყველას არ მოსწონს მისი უცნაური არომატი ამიტომ ის ზომიერად დაუმატეთ საკვებს. ორეგანოს პარაზიტებისა და დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, გასაოცარი არ არის, რომ ის უძველესი დროიდან ინფექციებთან ბრძოლისთვის გამოიყენება.

როზმარინი ატონიზირებს

როზმარინი კარგ გემოს აძლევს ქურაში გამომცხვარ საკვებს, ხორცს, თევზსა და მარინადებს. ის ლიმობათის არომატიზაციისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან მოამზადოთ ზეითუნის ზეთის ნაყენი. როზმარინი მატონიზირებელი საშუალებაა. ხსნის სტრესს, აუმჯობესებს მდგომარეობას ნევროზის დროს.

ბეგქონდარა სურდოს წინააღმდეგ

ბეგქონდარა ერთ-ერთი პოპულარული სანელებელია. მისი გამოყენება ისევე შეიძლება როგორც ორეგანოსი. დაუმატეთ ის სალათებში, წვნიანში, მოთუშულ საკვებში, კვერცხის ყველა სახეობაში, ნივრის პურში, მაკარონის სოუსებში და ა,შ,

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით ბეგქონდარას Е ვიტამინის მსგავსი თვისებები გააჩნია.

კურკუმა სიმსივნის წინააღმდეგ

კურკუმას ყველაზე ხშირად ინდურ კულინარიას უკავშირებენ. კარის გაკეთება ნებისმიერი ინგრედიენტისგან შეგიძლიათ – ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ უხვად კურკუმა, სხვა კარისთვის განკუთვნილ სუნელებთან ერთად, ისეთებთან როგორიცაა: კვლიავი, დაფქული ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ კურკუმა წვნიანში, რაგუში, ბრინჯში, ეს მათ ღია ყვითელ ფერს შესძენს.

უკენასკნელი კვლევების მიხედვით, კურკუმა სიმსივნეს თრგუნავს. ინ ვიტრო კვლევების დროს, კურკუმის ზემოქმედებით, პროსტატის სიმსივნის ავთვისებიანი უჯრედების 80% განადგურდა.

სალბი ანთებისას

სალბი არაჩვეულებრივად ეხამება შემწვარ ბოსტნეულს, ხორცსა და თევზს. დაუმატეთ მწიკვი გამომშრალი სალბი პასტის კერძებს, განსაკუთრებით ნაღების სოუსებს, წვნიანებსა და რაგუს.

ყველაზე უკეთ სალბი გაციებისა და ყელის ტკივილის აღსაკვეთად გამოგადგებათ.