Connect with us

ჯანმრთელობა

5 სამედიცინო მიზეზი, რატომ უნდა დაიმასაჟოთ ტერფი ძილის წინ

ოფიციალურად აღიარებულია: მასაჟი არა მხოლოდ კუნთებს ადუნებს და პარტნიორს სიამოვნებას ანიჭებს, არამედ ბევრი სიმპტომისა და დაავადებისგან კურნავს.

აი, მასაჟის ძილის წინ გაკეთების რამდენიმე უპირატესობა:

1. სისხლის გადინება

ფეხის რეგულარული მასაჟი სისხლის გადინებას ხელს უწყობს. კარგი სისხლის მიმოქცევა კანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას ამცირებს. დიაბეტით დაავადებულთათვის დაძინებამდე 20 წუთით ადრე ფეხის მასაჟი კარგია ჭრილობის შესახორცებლად.

2. შაკიკის გაქრობა

შაკიკი ან თავის ტკივილი გაწუხებთ? კვლევამ აჩვენა, რომ ტერფის გარკვეულ წერტილებზე ზეწოლით შესაძლებელია თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის გამომწვევი ბევრი სიმპტომის მოშორება.

3. არტერიული წნევის დარეგულირება

ძილის წინ ფეხის თითების მასაჟის კიდევ ერთი აუხსნელი უპირატესობა – არტერიული წნევის შემცირება.

არსებობს კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაძინებამდე 10 წუთით ადრე ტერფების მასაჟი ორგანიზმს ეხმარება ჰორმონების გამოყოფაში, რომლებიც შფოთვას იწვევს. ამასთან სხვა პრობლემებს, მათ შორის არტერიულ წნევას ამცირებს.

4. პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობის აღდგენა

მოსადუნებელი მუსიკის ფონზე არომათერაპიული ზეთებით ფეხის ტერფის მასაჟი სხეულის მოდუნებას ხელს უწყობს. ითვლება, რომ ფეხის მასაჟის სწორი თანმიმდევრობა სექსუალურ ლტოლვას ზრდის.

5. მენოპაუზის დადგომის რისკებს ამცირებს

ტერფის მასაჟი ქალებისთვის ძალიან სასარგებლოა. კვლევის თანახმად, ფეხის მასაჟს მენოპაუზის შეფერხება შეუძია.

მისი დახმარებით შეგიძლიათ ორსულობის დროს ფეხის შეშუპების პრობლემებს გაუმკლავდეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იყო, ასევე გაჩუქებთ ჯანმრთელობას და სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ!