Connect with us

ვიდეო

5 რეცეპტი თქვენი ტვინის, ნაწლავების, კანის და არტერიის გასაუმჯობესებლად

თუ ჯანსაღი კვების დახმარებით ორგანიზმის გაწმენდა გსურთ, ეს 5 გემრიელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელი სცადეთ!

ამ სმუზების დახმარებით ტვინის, ნაწლავების, კანის და არტერიების მდგომარეობა გაუმჯობესდება. ასევე მათი არომატი მოგეწონებათ.

1. ტვინის მუშაობა გააუმჯობესეთ

ამ სმუზით თქვენი ტვინი გააქტიურეთ:

1 ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი, მცირე ზომის ბანანი და 1 ჩ/კ სელის თესლი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და დააბლენდერეთ. ლამაზ გრძელ ჭიქაში გადაიტანეთ და დაქუცმაცებული ნიგვზით მორთეთ.

2. საჭმლის მონელება ყოველდღე

თუ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა სათანადოდ არ მუშაობს, მისი გაუმჯობესება შემდეგი რეცეპტით სცადეთ:

ბლენდერის ჭიქაში დიდი ზომის ვაშლი ერთ ატამთან ან ბანანთან ერთად მოათავსეთ, შემდეგ ნახევარი მსხალი და ცოტა ახალი კოჭის ფესვი დაუმატეთ. თუ ძალიან სქელი გამოვა, ცოტა წყალი დაუმატეთ.

3. იდეალური კანი

მოცვში შემავალი ანტიოქსიდანტები კანის მოქნილობის გაუმჯობესებაში და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ:

1 ჭიქა ახალი ან გაყინული მოცვი, ნახევარი ჭიქა ახალი ან გაყინული მარწყვი და ნახევარი ჭიქა ალუბალი აურიეთ. ნახევარი ავოკადო და 2 ჩ/კ სელის ზეთი ცოტა წყალთან ერთად დაუმატეთ.

4. მაქსიმალური დეტოქსიკაცია

ეს სმუზი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ გემრიელია:

½ ჭიქა წვრილად დაჭრილი სალათის ფურცლები და 1,5 ჭიქა წყალი აურიეთ. თანდათანობით 3 ღერო ნიახური, 2 პატარა ზომის დაჭრილი ვაშლი, 1 პატარა ბანანი, ცოტა ლიმონის წვენი და ცოტა ოხრახუშის ფესვი დაუმატეთ. სუფრაზე ცივი სახით გაიტანეთ. ეს ულტრა პლიუსის დეტოქს სასმელია.

5. არტერიული წნევა გააკონტროლეთ

თუ არტერიების გაწმენდა და წნევის შემცირება გსურთ, ეს კოქტეილი მოამზადეთ:

ბლენდერის ჭიქაში 2 პატარა ზომის ბანანი, ½ ფორთოხალი და 1 ჭიქა წყალი აურიეთ. 1 ს/კ თაფლი და ცოტა ვანილი დაუმატეთ.