ჯანმრთელობა
5 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წამებში წმენდს
დღეს იყო ჯანმრთელი მოდურია და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთ–ერთი მთავარი პირობა წიდებისა და ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდაა. თანამედროვე პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკვები პროდუქტები, რომელთაც ვიღებთ, ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს და მათ გაწმენდას ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. ადამიანები წიდების მოშორების მცდელობისას ხშირად ზედმეტს აკეთებენ, რის გამოც საავადმყოფოშიც შეიძლება აღმოჩნდნენ. ცოტამ თუ იცის, რომ ბევრი ხელმისაწვდომი პროდუქტი არსებობს, რომლებიც ორგანიზმს ნებისმიერ მედიკამენტზე არანაკლებ წმენდენ.
დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 5 პროდუქტს, რომლებიც ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდენ.
წითელი ჭარხალი
მასში შედის ბევრი უჯრედისი, სპილენძი, ფოსფორი, C ვიტამინი და მთელი რიგი სასარგებლო მჟავები, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და ნაწლავებში ლპობის ბაქტერიებს კლავენ. ლიპოტროპული ნივთიერება „ბეტაინი“ ღვიძლს ტოქსინების უკეთ მოშორებაში ეხმარება. ჭარხალი არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ, არამედ ფოლიუმის მჟავის და კვარცის შემცველობით ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს შეუწყობს.
როგორ მივიღოთ: მოხარშული, ბორშში, სალათი ან წვენი.
ხახვი
ხახვის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი ფიტონციდებია, რომლებიც ეთერზეთებში ინახება. ისინი ბაქტერიების და სოკოს უმეტესობას სწრაფად კლავენ. გარდა ამისა, ხახვი საჭმლის მონელებას, მკვებავი ნივთიერების ათვისებას და მადას აუმჯობესებს.
როგორ მივიღოთ: ახალი, სალათში, სპირტზე დამზადებული ნაყენი, კოსმეტიკური ნიღბები (აკნეს და გამონაყარის დროს).
ნიორი
მხოლოდ ერთი კბილი ნიორი 400–ზე მეტ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომლებიც სისხლძარღვებს წმენდს, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ტვინის სიმსივნის მიზეზებს, მრავალფორმიან გლიობლასტომას უჯრედებს კლავს. ნიორში შემავალი ნივთიერება კუჭის წყლულის მიზეზს ანადგურებს – ჰელიკობაქტერიას, ჭიებს, დიფტერიას და ტუბერკულოზის ჩხირებს კლავს.
როგორ მივიღოთ: სჯობს ახალი ან დაქუცმაცებული.
თეთრი კომბოსტო
საკვები ბოჭკოების შემცველობის წყალობით ბოსტნეული მძიმე მეტალებს და ტოქსინებს აკავშირებს და ორგანიზმიდან მარტივად გამოდევნის. მასში შედის ორგანული მჟავები, რომლებიც საჭმლის მონელებაზე დადებით გავლენას ახდენს და მიკროფლორას აწესრიგებს. იშვიათი ვიტამინი U სახიფათო ნივთიერებას „კლავს“ და ვიტამინების სინთეზში მონაწილეობას იღებს და წყლულებს ახორცებს.
როგორ მივიღოთ: ახალი, დამწნილებული, წვენი.
ვაშლი
ეს ხილი მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს პექტინების და უჯრედისის წყალობით, რომლებიც წიდებს და ტოქსინებს აკავშირებს და გამოდევნის. ვაშლი მადას აუმჯობესებს, კუჭის წვენის წარმოებას ხელს უწყობს, ყაბზობას ამცირებს, A ჯგუფის ვირუსების გამომწვევ პათოგენებს, დიზენტერიას, ოქროსფერ სტაფილოკოკს ანადგურებს.
როგორ მივიღოთ: სუფთა სახით ქერქიანად, წვენი, გახეხილი „ფაფა“, კომპოტი.
ეს 5 პროდუქტი თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, ამიტომ თუ ორგანიზმის წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდა გსურთ, მხოლოდ ეს ხილი და ბოსტნეული გამოიყენეთ. მედიკამენტების და სხვა ქიმიის გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.