ვიდეო
5 პირველი სიმპტომი, რაც ღვიძლის პრობლემების შესახებ გაფრთხილებთ
ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ბევრ ფუნქციას ასრულებს. თუ ის სათანადოდ არ მუშაობს, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს.
ცუდი კვება, სტრესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ღვიძლის ტოქსინებით გადატვირთვის ძირითად ნიშნებს წარმოადგენენ. ასევე ორგანიზმში დაავადების განვითარება. სწორედ ამიტომ, ღვიძლის გაწმენდასთან ერთად მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების ცოდნა, რომლებიც ამ ორგანოს გადატვირთვას იწვევენ.
ღვიძლის მუშაობის დარღვევის გამაფრთხილებელი ნიშნები:
სახეზე ლაქა
ძალიან ხშირად სახეზე ლაქა მზეზე დიდხანს ყოფნის დროს ჩნდება, მაგრამ ყავისფერი ლაქების გაჩენა შეიძლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშანი იყოს. კანის მოყვითალო ფერი კიდევ ერთ-ერთი ნიშანია, რომ ღვიძლი სათანადოდ არ მუშაობს.
თვალის გარეგნული მხარე
თუ ღვიძლი სათანადოდ არ მუშაობს, ეს თვალის ბუნებრივ მხარეს ცვლის. შედეგად, მუქი წრეები ჩნდება და თვალის თეთრ გარსს მოყვითალო ფერი დაკრავს. ასევე მისი ბზინვარება ქრება.
ცხიმიანი კანი შუბლზე
ასეთი ტიპის კანი ჩვეულებრივ ასაკს და გენეტიკას უკავშირდება, თუმცა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. შუბლზე ძალიან ცხიმიანი კანის შემთხვევაში ორგანიზმი ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე გვაფრთხილებს.
წარბებს შუა ნაოჭები
ნაოჭები სიბერის ნიშანს წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის გამო გაჩნდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნაოჭები ნაადრევ ასაკში ჩნდება და წარბების ადგილთან არის ლოკალიზებული.
წარბებს შუა გაჩენილი ვერტიკალური ნაოჭები შეიძლება ცხადი ნიშანი იყოს, რომ ღვიძლი კარგად არ მუშაობს. განსაკუთრებით, თუ ღრმა ნაოჭები გაქვთ.
ღრძილების ანთება
ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა გინგივიტი (ღრძილების ანთება და სისხლდენა) შეიძლება ღვიძლის მუშაობის დარღვევის გამო გაჩნდეს. თუ კბილების საწმენდი სპეციალური საშუალებები მდგომარეობას ვერ აუმჯობესებენ, სავარაუდოდ, ღვიძლის პრობლემები გაქვთ.