Connect with us

ყვავილები

5 მცენარე რომელიც ნებისმიერ ბაღს გაალამაზებს

ნაკვეთზე შეგიძლიათ ლიანები გაახაროთ, რომლებიც მასში დეკორაციისა და გამყოფის ფუნქციას შეასრულებენ. სანამ მათ დათესავთ, აჯობებს მათზე ცოტა მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ.

1. კლემატისი (კატაბარდა)

ამ მცენარეს ხშირად შენიშნავთ ბაღებში. ის ფოთოლმცვენი და მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც სწორად მოვლის შემთხვევაში 5 მეტრამდე ან უფრო მეტადაც იზრდება და სხვადასხვა ფერის, ლამაზი დიდი ყვავილებით ყვავილობს.

ეს მცენარე კარგად გაიზრდება განათებულ ადგილას. მისი ნიადაგი აუცილებლად გაფხვიერებული და განოყიერებული უნდა იყოს კარგი დრენაჟით. მის დასარგავად ეცადეთ ნაკვეთი ქარისგან მოფარებული ნაკვეთი იპოვოთ.

2. ჩინური ლიმონურა

ეს მცენარეც ძალიან გავრცელებულია. მას თეთრი არომატული ყვავილები აქვს, რომელთა დიამეტრიც 2 სანტიმეტრს აღწევს. მისი ყვავილებიც და ნაყოფიც იჭმევა და ლიანაზე აცივებამდე ჩერდება. ნაყოფსაც და ფოთლებსაც ლიმონის გემო აქვთ და სახელიც ამით აიხსნება.
ის მაისში ყვავილობს, ხოლო ნაყოფი შემოდგომისკენ მწიფდება. ლიანას სინათლე უყვარს მაგრამ ჩრდილშიც კარგად იზრდება. მართალია ეს მცენარე ყინვაგამძლედ ითვლება მაგრამ, ზამთარში დათბილვა მაინც ჭირდება.

3. აქტინიდია

ეს არა მარტო ლამაზი, არამედ ნაყოფიერი მცენარეც გახლავთ. მას სასარგებლო ნაყოფი აქვს რომელსაც საკვებად იყენებენ. იმისთვის, რომ მცენარემ ნაყოფი მოგცეთ აუცილებლად წყვილი ლიანა უნდა დარგოთ.

4. ველური ყურძენი

ეს იშვიათი მცენარე 20 მეტრამდე იზრდება, თავის საყრდენს ულვაშებით ეკვრის. მისი ნაყოფი იასამნისფერი შეფერილობის გახლავთ. თუ მოშიშვლებული ან ჩამონგრეული კედლების დაფარვა გსურთ, ამ მცენარის დარგვა იდეალური ვარიანტია რადგან ის საკმაოდ სქელ შირმას აყალიბებს.

5. ტრეპტორიგიუმი

ძალიან ლამაზი მცენარეა. შესაბამისი საყრდენის არსებობის შემთხვევაში ის ზოგჯერ 10 მეტრამდეც იზრდება და თეთრი შეფერილობის ყვავილებით ყვავილობს. მცენარეს ელიფსის ფორმის ფოთლები აქვს და მისი ნაყოფი კი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, მას სამი წანაზარდი აქვს რომელბიც ფრთებს გვაგონებენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.