Connect with us

ჯანმრთელობა

5 მიზეზი, რატომ უნდა ჭამოთ გარგარი ახლავე

დროა, წვნიანი და ტკბილი სეზონური გარგარი მიირთვათ. ახალი ხილი სწრაფად ფუჭდება, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომ არის სასარგებლო გარგარი.

1. გულს იცავს

გარგარი კალიუმის შემცველობით რეკორდსმენია. მაკროელემენტი მჟავე–ტუტე ბალანსის მხარდაჭერას ხელს უწყობს – ეს ჩვენი ორგანიზმისთვის და სხვადასხვა დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანია. ეს მინერალი აუცილებელია კუნთების სავარჯიშოდ, სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის და ნერვული იმპულსების გადასაცემად, რაც გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია.

2. ნაწლავებს წმენდს

ბუნებრივი ორგანული ნაერთები პექტინები ეს პოლისაქარიდებია, რომელიც ხილში, ბოსტნეულსა და ძირნაყოფში გვხდება. გარგარში ძალიან ბევრია. პექტინები მცენარის ქსოვილების შენებაზეა პასუხისმგებელი, ამასთან ჩვენს ნაწლავებში მისი მონელება არ ხდება, ყველაფერი ზედმეტი და მავნე გამოდის. პექტინის შთანმთქმელი თვისებების გამო გარგარი ნაწლავებს წმენდს, მის მოძრაობას აუმჯობესებს, ყაბზობას ებრძვის და სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონესაც ამცირებს.

3. ახალგაზრდობას ახანგრძლივებს

გარგარის კაშკაშა ფერზე პასუხისმგებელია კაროტინოიდები – პიგმენტები, რომელთაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ. ვიცით, რომ კაროტინოიდები თვალის ჯანმრთელობისა და კარგი მხედველობისთვის აუცილებელია. მათ დღეგრძელობის ვიტამინსაც უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ უჯრედებში ჟანგვით სტრესს ებრძვის, ახალგაზრდობას ახანგრძლივებს და ყველა ორგანოში, მათ შორის კანში დაბერების პროცესს ანელებს. სხვათა შორის, ბეტა კაროტინს ორგანიზმი უკეთ აითვისებს, თუ ცხიმებთან ერთად მიირთმევთ. გარგარი შეგიძლიათ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად მიირთვათ.

4. გასტრიტისგან გვიცავს

კვლევის თანახმად, ახალ გარგარში შემავალ ნივთიერებას ბაქტერიის Helicobacter pylori ზრდის შეფერხება შეუძლია. საკვებში გარგარის მიღება დაავადების სიმპტომის შემცირებას ხელს უწყობს.

5. კანისთვის სასარგებლოა

ამ სამხრეთულ ნაყოფში შედის ბევრი ფლავონოიდი: რუტინი, კვერცეტინი და სხვა. რუტინი მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს, ასევე სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს. კანის სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს A, C და E ვიტამინი, რომელთაც გარგარი დიდი რაოდენობით შეიცავს.