Connect with us

საკითხავი

5 მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ოფლის ლაქები ტანსაცმელს

ოფლის ლაქები ხარისხიან და ძვირიან ტანსაცმელსაც აფუჭებს. საწყენია, როცა თეთრი მაისური ერთ სეზონზე საშინელი ყვითელი ზოლების გამო გამოუსადეგარი ხდება. ასეთი ჭუჭყი ღია საზაფხულო ტანსაცმელზე განსაკუთრებით ჩანს.

ჩვეულებრივი ფხვნილით (კაფსულით ან გელით) რეცხვა ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, გამოგადგებათ მარტივი საშუალებები, რომლებიც სახლში გაქვთ! Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ოფლის ლაქები ტანსაცმელს. შეინახეთ, რადგან მალე საზაფხულო სეზონი დაიწყება!

როგორ მოვიშოროთ ოფლის ლაქები: 5 ხელმისაწვდომი საშუალება

მარილი

ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების გასარეცხად უმარტივესი მეთოდია. პირველ რიგში, ტანსაცმელი თბილ წყალში ჩაალბეთ. თითოეულ ლაქას დაახლოებით 10 გ მარილი წაუსვით. რამდენიმე საათით, უმჯობესია მთელი ღამით, გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად გახეხეთ, რომ მარილი ბოჭკოებში კარგად შევიდეს. ახლა ხელით ან სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

სოდა და ლიმონის წვენი

ტანსაცმელზე ოფლის ლაქებს სოდაც უმკლავდება. სოდა არა მხოლოდ ჭუჭყს აშორებს, არამედ ბაქტერიებს კლავს. 10 გ სოდა, 200 მლ ლიმონის წვენი და სარეცხი საპონი დაგჭირდებათ. სოდა და ლიმონის წვენი პასტის მიღებამდე აურიეთ. ნარევი ლაქას წაუსვით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ახლა ხელით საპნის გარეცხეთ (ასე მჟავის ნარჩენებს მოაშორებთ).

ასპირინი

ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც მასალაში ღრმად აღწევს, ქსოვილს არ ანადგურებს და ნივთებს სითეთრეს უბრუნებს. დაგჭირდებათ 1 აბი ასპირინი ხსნარის მოსამზადებლად. ასპირინი 1 ჭიქა წყალში გახსენით, მიღებული ნარევი ლაქას წაუსვით, კბილის ჯაგრისით ცოტა შეაზილეთ. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ხელით გარეცხეთ.

ნიშადურის სპირტი

მისი დახმარებით ჩამჯდარ ოფლის ლაქებსაც მოიშორებთ. ნიშადურის სპირტი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ხსნარი ლაქას წაუსვით და 10 წუთით გააჩერეთ. ახლა თბილი წყლით საშუალება მოაშორეთ და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

წყალბადის ზეჟანგი

კიდევ ერთი იაფი საშუალება, რომელიც სახლში თითქმის ყველას აქვს. გამწმენდი ხსნარის მოსამზადებლად 2 ს/კ სოდა 100 მლ წყალბადის ზეჟანგში გახსენით. ნარევი ლაქას წაუსვით, კბილის ჯაგრისით შეაზილეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ხელით საპნით ან სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგი სოდის გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნარევი ლაქას წაუსვით, 10-15 წუთით გააჩერეთ და გარეცხეთ.

სასიამოვნოა საყვარელი თეთრი მაისურის გადარჩენა, რომლის გადაგდებას აპირებდით. აღმოჩნდა, რომ ოფლის ლაქების მოშორება ძალიან მარტივია. აქ, არა ძვირიანი ბრენდული საშუალებები, არამედ უბრალო ხელმისაწვდომი საშუალებები დაგეხმარებათ. გაქვთ ტანსაცმელი, რომელიც ასეთ წმენდას საჭიროებს?

Advertisement