Connect with us

ჯანმრთელობა

5 მარტივი მეთოდი ონკოლოგიური დაავადების არსებობის შესამოწმებლად

დიაგნოზს „სიმსივნე“ ბევრი სასიკვდილო განაჩენად აღიქვამს და, სამწუხაროდ, ხშირად დაავადება განკურნების შანს არ ტოვებს. თუმცა, თუ დაავადებას ადრეულ სტადიაზე შეამჩნევთ, სრული გამოჯანმრთელების შანსები მნიშველოვნად იზრდება.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დაავადების პირველი ნიშნების გამოსავლენად სამედიცინო ტექნიკა და სპეციალური უნარების ფლობა არ მოგეთხოვებათ. გარეგნული ნიშნების აღმოსაჩენად სარკე და სასწორი დაგჭირდებათ.

1. სხეული ყურადღებით დაათვალიერეთ

პ.ა.ჰერცენის სახელობის მოსკოვის ონკოლოგიური ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკის მიხედვით რუსეთში ახალწარმონაქმნი ხშირ შემთხვევაში კანის ზედაპირზე ჩნდება. მათგან 14% ავთვისებიან მელანომაზე მოდის – ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სწრაფად განვითარებადი სიმსივნის სახეობა. როგორ შევამოწმოთ კანის სიმსივნის არსებობა დამოუკიდებლად?

  1. ყველაზე უკეთ თქვენი სიმაღლის ტოლი სარკე გამოგადგებათ. თუ ასეთი სარკე არ გაქვთ, პატარა ზომის სარკე გამოიყენეთ. გაშიშვლდით და სარკეში სხეულის თითოეული ნაწილი დეტალურად დაათვალიერეთ. საძიებო ობიექტებია ყველა სახის ხალი და პიგმენტური ლაქა სახეზე, ყელზე, ზურგზე, მკერდსა და მუცელზე. ქალებმა მკერდის არე და მის ქვეშ კანი დეტალურად უნდა შეამოწმონ. ამისთვის მკერდის ოდნავ აწევა საკმარისი იქნება. ხელისგულები, თითები და მათ შორის კანი, ასევე იღლიები კარგად დაათვალიერეთ.
  2. მჯდომარე პოზაში ფეხების კანი დეტალურად დაათვალიერეთ, თითები და ტერფები არ დაგავიწყდეთ. სარკით ხელში ფეხის უკანა მხარე, დუნდულები და მუხლების ქვეშ კანი შეამოწმეთ.
  3. ამავე მეთოდით დუნდულები და ანუსის არე შეამოწმეთ. სასქესო ორგანოები არ დაგავიწყდეთ. ახალწარმონაქმნი შეიძლება სხეულის ამ ნაწილებში გაჩნდეს.
  4. ხელში პატარა სარკე აიღეთ და ზურგით დიდი სარკის წინ დადექით, ასე მთელი ზურგი კარგად დაათვალიერეთ.

ექიმი ონკოლოგები ასეთი შემოწმების ჩატარებას თვეში მინიმუმ ერთხელ გირჩევენ. შემდეგი ნიშნები ეძებეთ:

  • 6 მმ დიამეტრის ხალი ან ნებისმიერი საეჭვო ლაქა;
  • შეწითლებული ან გაშავებული ხალი ან ლაქა;
  • ნებისმიერი ახალწარმონაქმნი, რომელსაც ბუნდოვანი და უსწორმასწორო კუთხეები აქვს;
  • ნებისმიერი ამოზნექილი ახალწარმონაქმნი;

2. წონა შეამოწმეთ

ონკოლოგიური დაავადებების უმეტესობა შეუმჩნევლად წარმოიქმნება და ვითარდება. მცირე უსიამოვნება ხშირად ჩვეულებრივ დაღლილობად აღიქმება.

ჩვეული რაციონის და ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე წონის შემცირება ონკოლოგიური დაავადების ერთ-ერთი ნიშანია. ხშირად ასეთი სიმპტომები თირკმელზედა ჯირკვლის, კუჭის, საყლაპავის ან ფილტვის სიმსივნეს აქვს.

3. გენეტიკური ტესტი ჩაიტარეთ

თუ ვინმეს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, გენეტიკური ტესტი ჩაიტარეთ. მისი დახმარებით ორგანიზმში გარკვეული მუტაციის გამოვლენას შეძლებთ, რომელიც დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

ქალებმა BRCA1 და BRCA2 გენებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რომლებიც ძუძუს კიბოს განვითარებაზე გავლენას ახდენენ. „ცუდი“ გენი დაავადების არსებობას არ ნიშნავს. ის უბრალოდ სიგნალს გაძლევთ, რომ საკუთარ სხეულს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ.

4. მამოლოგიური გამოკვლევა ჩაიტარეთ

რენტგენული სხივების დახმარებით სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას მამოგრაფიას უწოდებენ. ასეთი გამოკვლევის ჩატარებას ექიმები ყველა ქალს 40-45 წლის ასაკში და 50 წლის შემდეგ წელიწადში მინიმუმ ერთხელ ურჩევენ. ეს ასაკობრივი ზღვარი შემთხვევით არ შეირჩა, რადგან ამ ასაკამდე მამოგრაფიის გაკეთებას მნიშვნელობა არ აქვს და სახიფათოა. ექიმები დაჟინებით გირჩევენ, რომ მკერდის სიმკვრივის არსებობა თავად მოძებნოთ.

სხვათა შორის, მკერდის სიმსივნე კაცებსაც აქვს, ოღონდ ძალიან იშვიათად. სწორედ ამიტომ, დროულად უნდა მიაქციოთ ყურადღება ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა მკერდის ტკივილი, სხვადასხვა სიმკვრივე, ძუძუს თავის ფორმის და ფერის შეცვლა, ასევე ნებისმიერი გამონადენის არსებობა.

5. მოწეული სიგარეტის რაოდენობა დათვალეთ

სიმსივნის სახეობებს შორის ფილტვის სიმსივნე ლიდერ სამეულში შედის. ფილტვის სიმსივნით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ მწეველები ავადდებიან და ისინი, ვინც მოწევას 15 და უფრო მეტი წლის წინ თავი დაანება. დაავადების განვითარებაზე დღეში მოწეული სიგარეტის რაოდენობა პირდაპირ გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია მწეველი ადამიანის ინდექსი გამოთვალოთ: დღეში მოწეული სიგარეტების რაოდენობა მოწევის წლებზე გაამრავლეთ და მიღებული შედეგი 20-ზე გაყავით. 25-ზე მაღალი ინდექსი ადამიანს მავნე მწეველთა ჯგუფში „აგზავნის“, ეს კი უკვე სიმსივნის განვითარების მაღალი რისკია. ფილტვის სიმსივნის გამოსავლენად კომპიუტერულ ტომოგრაფიას და არა ფლუოროგრაფიას იტარებენ, რომლის შედეგების მიხედვით სურათებში არაფერი ჩანს.