Connect with us

ჰოროსკოპი

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიტყვები ხშირად წინასწარმეტყველურია

„მართალი ვიყავი“ – ზოგიერთი ადამიანი ამ ფრაზას სხვებზე ხშირად ამბობს. მათი სიტყვები ხდება. ასტროლოგების რწმუნებით, ამაზე ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს. მათი თქმით, ამ 5 ზოდიაქოს ნიშანს წინასწარმეტყველების უნარი აქვთ. მათი სიტყვები ხშირად სრულდება. ეს ინტუიციით ან ინსტინქტით გამოწვეული შეიძლება იყოს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან წინასწარმეტყველური უნარებით.

მორიელი

მისი ხუმრობა ცოტა ხანში შეიძლება ახდეს. მორიელს ინტუიცია კარგად განვითარებული აქვს. გამჭრიახობა და ადამიანების ცნობის უნარი ეხმარება, რომ ყოველთვის მართალი იყოს. ზოგი ამბობს, რომ მისი სიტყვები ხშირად წინასწარმეტყველება ხდება. ადამიანებში კარგად ერკვევა, პირდაპირია და ტყუილს ვერ იტანს. ამის გამო ერთ–ერთ უსიამოვნო ზოდიაქოს ნიშნად თვლიან.

მშვილდოსანი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების სიტყვებს ყური უგდეთ. მისი სიტყვები ხშირად ხდება. ტყუილად არაფერს ამბობს. ყოველთვის ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს, ამიტომ ხშირად მართალი გამოდის. გარდა ამისა, ცარიელ პირობას არასდროს იძლევა. ყოველთვის ცდილობს, რომ სიტყვა შეასრულოს.

ქალწული

ამ ნიშანს დეტალების და ნივთების სიღრმის დანახვა შეუძლია. თუ რამეში ეჭვი ეპარება, ამაზე საერთოდ არაფერს ამბობს. გამოდის, რომ თითქმის ყველა მისი სიტყვა სიმართლეა. ქალწული სხვებზე მეტს ხედავს და იცის. შეუძლია, რომ მოახლოებული საფრთხე დაინახოს და იგრძნოს. მისი ინტუიცია არასდროს ტყუის, შეგიძლიათ ენდოთ.

თევზები

ცოტა ჩაკეტილ და უჩვეულო ნიშანს ნათელმხილველობის უნარი აქვს. მისი სიტყვები ხშირად ხდება. შემთხვევითი ფიქრი, რომელსაც თავად ყურადღებას არ აქცევს, ცოტა ხანში შეიძლება ახდეს. ხშირად გრძნეულ სიზმრებს ხედავს. ამის გაშიფვრა და სასარგებლოდ გამოყენება უნდა ისწავლოს.

თხის რქა

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელმა იცის, რა არის სიტყვის ძალა და როგორ გამოიყენოს. ინტუიციით გრძნობს, რა და როდის თქვას. ამის ჯადოქრობის მიღმა მაღალი ინტელექტი და გამოცდილება იმალება. ხალხში კარგად ერკვევა. იცის, როგორ მიუდგეს თითოეულს. ეს ნიჭი მიზნის მიღწევაში ეხმარება.

გახსოვდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაზე მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი გავლენას არ ახდენს. ადამიანი თვითონაა საკუთარი ბედის მჭედელი.

Advertisement