Connect with us

სხვა

5 ეშმაკობა რომელიც სუნამოს სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

საკმარისი არ არის შესაბამისი სუნამოს შერჩევა, მისი სწორი და ღირსეული ტარებაც საჭიროა. მნიშვნელობა არ აქვს იაფიან სუნამოს იყიდით თუ ძვირს, არ ღირს მათი დიდი რაოდენობით დასხმა, რადგან სუნის სიმძაფრე გარშემომყოფებს დააფრთხობს.

ამ სტატიაში გასწავლით 5 ეშმაკობას, რომელიც სუნამოს სუნის მდგრადობას გაზრდის.

1. ერთი ხაზი

ზოგჯერ ხდება, რომ სუნამოს, შხაპის გელისა და სახის კრემების სუნი ერთმანეთში ერევა და შემაწუხებელ სუნს ვიღებთ. ამიტომ აჯობებს ერთი ხაზის პროდუქცია შეარჩიოთ.

2. დრო

სუნამოები დილისა და საღამოს, ან ზაფხულისა და ზამთრის სუნამოებად იყოფა. ამ განსხვავებას ხშირად ივიწყებენ რაც არც თუ ისე კარგი აზრია. დღისით აჯობებს მსუბუქი არომატები შეარჩიოთ, საღამოს კი უფრო გაჯერებული და მძიმე არომატები აირჩიეთ.

3. კანი

თუ მხოლოდ 1 კონკრეტულ სუნამოს იყნებთ, აჯობებს სუნამო სუფთა კანზე დაიტანოთ და არა სამოსზე, თუმცა თუ დღის განმავლობაში სუნამოს რამდენჯერმე ცვლით, მისი სამოსზე დატანაა უმჯობესი.

4. არ შეიზილოთ

ყველაზე გავრცელებული შეცდომა იმაშია, რომ სუნამოს მაჯებზე ისხავენ და კანში იზელენ, ეს კი სუნამოს მოლეკულებს ანადგურებს და სუნი უსიამოვნო ხდება.

5. წერტილები

სუნამო მხოლოდ ისეთ ადგილებში უნდა შეიზილოთ სადაც ძლიერი პულსაციაა. ამგვარად სუნამოს არომატი უფრო სწრაფად გაიხსნება. აი, შესაბამისი წერტლები:

  • ყურს უკან
  • მაჯებზე
  • იდაყვის მოხრის წერტილში
  • კისრის უკანა მხარეს (ზამთარში)
  • თმაზე (სავარცხლის მეშვეობით)
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.