ვიდეო
5 ეთერზეთი, რომელიც სჯობს თქვენს სახის ტონიკს დაუმატოთ
სახის ტონიკი კოსმეტიკური პროდუქტია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ტონიკი კანს მოქნილობის შენარჩუნებასა და ფორების დაკეტვაში ეხმარება.
დღეს გიამბობთ, თუ რომელი ეთერზეთი გააძლიერებს თქვენი ტონიკის მოქმედებას. მაგალითად, ელასტიურობას გაზრდის, ნაოჭებს შეამცირებს, ლაქებს მოაშორებს, კანის ცხიმს დაარეგულირებს ან აკნეს გააქრობს.
ეთერზეთები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ტონიკს დაუმატოთ
1. ვარდის ზეთი
ნაზი არომატის მქონე ვარდის ზეთი კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამასთან ტემპერატურას არეგულირებს და სახის კუნთებს ადუნებს.
ეს თვისება კანის აღდგენას ხელს უწყობს და შედეგად თქვენ უფრო ჯანსაღ სახის ფერს მიიღებთ.
ამ მიზნით ყველაზე პოპულარულია დამასკის ვარდი, მაგრამ მისი ფურცლების რაოდენობის და ხარისხის გათვალისწინებით საკმაოდ ძვირი ღირს.
2. ნემსიწვერა
ნემსიწვერა მეორე ყვავილი, რომელიც კანისთვის სასარგებლოა. მისი ფურცლების ეთერზეთი ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ დაბერებას აფერხებს. ამასთან ნემსიწვერას ზეთი უფრო სასარგებლო და ხელმისაწვდომია.
ამ ზეთს სხვა გამოყენებაც აქვს, მაგალითად:
- აკნე
- კანის დაბერება
- მშრალი და ცხიმიანი კანი (კანის ცხიმს აბალანსებს)
- დერმატიტი
- ეგზემა
- როზაცეა
3. ლიმონის ზეთი
ციტრუსი თავისი სუფთა, გამაჯანსაღებელი და მასტიმულირებელი არომატით გამოირჩევა. განწყობაზე კარგ გავლენას ახდენს. ლიმონის ზეთი კანის გამოსაკვებად კარგი ვიტამინია. მას ნატურალური სუნამოს სახითაც იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ლიმონის ზეთი კანს სინათლის მიმართ მგრძნობიარეს ხდის, ამიტომ მზის სხივებმა კანზე შეიძლება ლაქების გაჩენა გამოიწვიოს. რეკომენდებულია, რომ ლიმონის ზეთი სახის ღამის ტონიკს დაუმატოთ.
ლიმონის ეთერზეთი შესანიშნავი ვარიანტია ცხიმიანი კანისთვის, რომელსაც გამონაყარისკენ მიდრეკილება აქვს. ძალიან მგრძნობიარე კანისთვის მისი გამოყენება რეკომენდებული არაა.
4. ჩაის ხის ზეთი
ზეთი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ – ეს ჩაის ხის ზეთია. ძალიან ბევრი ინფექციისთვის მისი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისება გამოიყენება.
ჩაის ხის ეთერზეთი აკნეს და ყველა შესაძლო აბსცესს, ძირმაგარას და კანის გამონაყარს იდეალურად უმკლავდება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეთერზეთი შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, ამიტომ მისი გაზავება არ დაგავიწყდეთ.
თვალთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტს მოერიდეთ, ამიტომ ეს ტონიკი სახეზე ბამბის დისკით ნაზად წაისვით.
5. ლავანდა
ლავანდას ეთერზეთი თავისი მოსადუნებელი თვისებების გამო ცნობილია. ის სახის გაღიზიანებას ამცირებს. ამ ზეთს სხვადასხვა დამაბალანსებელი თვისება აქვს, რომელიც თქვენს სახის ტონიკს გააუმჯობესებს.
გამონაყარის და კანის სხვა დაავადების სამკურნალოდ ეფექტური ზეთია. მაგალითად, დერმატიტის, ფსორიაზის ან ეგზემას დროს. უფრო მეტიც, კანის ცხიმს არეგულირებს იმის მიუხედავად მშრალი თუ ცხიმიანი კანი გაქვთ.
როგორ უნდა დაამატოთ ზეთი სახის ტონიკს?
უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ზეთები სუფთა და ძალიან კონცენტრირებულია, ამიტომ ყოველთვის გაზავებული სახით უნდა გამოიყენოთ.
10 წვეთი ეთერზეთი (ჩაის ხის ზეთის შემთხვევაში 5 წვეთი) 100 მლ სახის ტონიკს დაუმატეთ.
მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ყოველდღიურ კოსმეტიკურ პროცედურას უფრო ეფექტურს გახდის.