სახლი და დიზაინი
5 ადგილი სახლში, სადაც იმაზე მეტი მტვერი გროვდება, ვიდრე ფიქრობთ
მძიმე და ხმაურიანი ძველი მტვერსასრუტები კარგად მახსოვს. უკვე მაშინაც ცხოვრებას გვიმარტივებდნენ. თანამედროვე მოდელები უფრო მოძრავი და მოსახერხებელია, თან ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. სხვადასხვა საცმებით რთულად მისაწვდომ ადგილებს შეგიძლიათ მიწვდეთ და ნებისმიერი ზედაპირი გაწმინდოთ. დღეს მტვერსასრუტი სახლის დასალაგებლად შეუცვლელი მოწყობილობაა.
რეგულარულად ვიყენებ და ვცდილობ, რომ კუთხე არ გამომრჩეს. აღმოჩნდა, რომ სახლში ზოგიერთი ადგილი უფრო ხშირად უნდა დაალაგოთ, ვიდრე ფიქრობთ. ამ ადგილებში დაგროვებულ მტვერს პრაქტიკულად ვერ ვამჩნევთ. სწორედ ამიტომ, ყურადღებას არ ვაქცევთ ან უბრალოდ შეხედვა გვავიწყდება. მოგვიანებით გვიკვირს, რატომ ქრება მეორე დღეს ჩვენი შრომა. Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ სისუფთავის შესანარჩუნებლად ეს 5 ადგილი რეგულარულად დაალაგოთ.
ადგილები, სადაც მტვერსასრუტით ხშირად უნდა შეიხედოთ
გამოსაწევი უჯრები
ალბათ, კომოდის უჯრებიდან მტვერი მტვერსარუტით არასდროს მოგიშორებიათ. სულ ტყუილად. აქ მტვერი საკმაოდ სწრაფად გროვდება. მტვერი როგორც ჰაერიდან, ასევე ტანსაცმლიდან ხვდება. აქედან მოდის უცნაური სუნი, ხოლო ნივთები ძველდება. სასურველია, რომ თვეში 1–2–ჯერ უჯრები დაალაგოთ. თან ტანსაცმელიც დაკეცეთ.
ლეიბები და რბილი ავეჯი
თეთრეულს რეგულარულად ცვლით, მაგრამ კომფორტულად მაინც ვერ იძინებთ? საქმე მტვრიან ლეიბშია. ამ მიკრონაწილებით ძილში სუნთქავთ, თან ლეიბთან ყოველი შეხებისას მტვერს ჰაერში წევთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი საწოლის მაგიდა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალერგია განუვითარდებოდა. ლეიბი და რბილი ავეჯი თვეში 2–3–ჯერ გაასუფთავეთ, რომ საძინებელში სიმყუდროვე და წესრიგი უზრუნველყოთ.
ლოგინის ქვეშ იატაკი
კიდევ ერთი ადგილი, რომელიც იშვიათად გვახსენდება. ეს ხომ ძალიან რთულია! ნახევარი უბედურებაა, როცა ფეხები მაღალია. თუ გიწევთ საწოლის ან დივნის გაწევა? „არაფერია, სხვა დროს დავალაგებ“ – იმეორებთ ყოველი დალაგების დროს. მტვერი კი გროვდება. არ გადადოთ, ყოველ კვირა მტვერსასრუტით მტვერი მოაშორეთ.
ფანჯრის რაფები
თუ ფანჯრის რაფებს წმენდთ, საკმარისია. უფრო მარტივია მტვერსარუტის ჯაგრისი გადაატაროთ და ობობის ქსელები და სხვა ჭუჭყი შეაგროვოთ. ეს დაჭუჭყიანების მიხედვით გააკეთეთ, მაგრამ თვეში მინიმუმ 2–ჯერ აუცილებლად.
კლავიატურა
ბევრი ადამიანი კლავიატურასთან საჭმელს მიირთმევს. ყველა ნამცეცი კლავიატურაზე ხვდება. წვრილი ნაწილები კლავიატურაში ჩადის და დროთა განმავლობაში ტექნიკის მუშაობაზე გავლენას ახდენს. უბრალო ჩვარი ვერ დაგეხმარებათ, თუმცა კლავიატურის გაწმენდაც მნიშვნელოვანია. პერიოდულად მტვერსასრუტი გამოიყენეთ, რომ შემდეგ ახალი კლავიატურის შეძენა არ მოგიწიოთ.
თითქოსდა წვრილმანია, მაგრამ სახლის წესრიგზე გავლენას ახდენს. ახლა არ ვზარმაცობ, არამედ მითითებულ ადგილებს მტვერსასრუტით ვასუფთავებ. რატომ შეიძინეთ მტვერსასრუტი, თუ სრულად არ გამოიყენებთ? სცადეთ და კოლოსალური სხვაობა გაგაოცებთ!