Connect with us

საკითხავი

5 ხრიკი, როგორ გავკეროთ ქურთუკის ნახვრეტი შეუმჩნევლად

უსიამოვნოა, როცა საყვარელი ქურთუკი იხევა, განსაკუთრებით შესამჩნევ ადგილას. ორმაგად საწყენია, როცა ნივთი ახალია. თითქოსდა, პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს: უხეში ნაკერით გაკერვა ან ატელიეში ნაჭრით დაფარვა. მაგრამ არა! გაჭრილი ქსოვილი, თამბაქოს ნახვრეტი, გარღვეული ძაფები ნაკერზე: ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. მთავარია, საკითხს სწორად მიუდგეთ.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაკეროთ ნახვრეტი შეუმჩნევლად, რომ შემთხვევითი უსიამოვნება ვერავინ შეამჩნიოს, თუნდაც ახლოდან. ასე საყვარელ ნივთთან დამშვიდობება არ მოგიწევთ და ახლის ყიდვაზე თანხას დაზოგავთ. გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხრიკებს ქურთუკის მოსაწესრიგებლად.

როგორ გავკეროთ ნახვრეტი ქურთუკზე შეუმჩნევლად

ქურთუკის გაჭრა ან გახევა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. თან არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ უფროსებშიც. გავარკვიოთ, რა და როგორ გავაკეთოთ.

როგორ გავკეროთ ბოლონიის ქსოვილი

მეთოდი მხოლოდ ნაკერის გასწვრივ გახევას ეხება. პირველ რიგში, ნივთი გადააბრუნეთ. თუ გახეულ ადგილზე სარჩული აქვს, უნდა მოხსნათ. ახლა საკერავი მანქანით ან ხელით სიტუაცია გამოასწორეთ. გამძლე ნაკერისთვის ძაფი ორ ფენად გამოიყენეთ. ძლიერ არ მოუჭიროთ, რომ ნაკეცები არ წარმოიქმნას. ყურადღება მიაქციეთ, რომ გარე ზედაპირი თანაბარი დარჩეს. ნემსი ძველი ნაკერის ადგილას გაუყარეთ და ნახვრეტი ფრთხილად გაკერეთ ჯერ ჰორიზონტალურად, შემდეგ პარალელურად.

როგორ დავმალოთ გაჭრილი ადგილი ქურთუკზე

თუ ნახვრეტი თვალსაჩინო ადგილასაა, შემდეგი მეთოდი დაგეხმარებათ. უთო და სააფთიაქო ლეიკოპლასტირის რულონი დაგჭირდებათ. შესაბამისი ზომის წებოვანი ფირფიტა გამოჭერით და ნახვრეტში წებოვანი მხარით ზემოთ მოათავსეთ. ახლა გარედან ბამბის ქსოვილი დაადეთ და ცხელი უთო რამდენჯერმე გადაატარეთ. ფრთხილად იმოქმედეთ. ორთქლის გარეშე დააუთოვეთ. კვალი რომ არ ჩანდეს, სხვადასხვა შენიღბვის გამოყენება მოგიწევთ. ამის შესახებ შემდეგ პუნქტებში გიამბობთ.

როგორ გავაფორმოთ ნახვრეტი?

  • ნაქარგი

საკემსი ძაფით და ქარგვით ნახვრეტის დამალვა ყველაზე საიმედო მეთოდია. პირველ რიგში, გახეულ ადგილზე ნაჭერი უნდა დაამაგროთ. წებოს ფლიზელინით ნაჭერი გამოჭერით. ნახვრეტზე 1 სმ–ით მეტი უნდა იყოს. ქურთუკის შიდა მხარეს დაადეთ. გახეული მასალის კიდეები შეასწორეთ და საშუალო ტემპერატურის უთო გადაატარეთ. შეგიძლიათ ასე დატოვოთ, მაგრამ თუ გსურთ, რომ დიდხანს გაძლოს, მაინც გაკერეთ. თუ ქსოვილზე ნაქარგი მისაღებია, ერთგვარი ფორმები ამოქარგეთ.

მარტივი ვარიანტი: ზემოდან მასალა დააწებეთ და მასზე ამოქარგეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ქარგვისას გამათბობელი ნახვრეტის ადგილს უნდა მოაშოროთ. ახლა შეაკეთეთ და ხელით გადაანაწილეთ. ქვესადები შეკერეთ.

  • ნაჭრის საკერებელი

სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს: უკანა მხარეს წებოთი და ჩვეულებრივი ქსოვილით, ბეიკის, თასმის, აპლიკაციის, ზოლების და შევრონის სახით. ეს უკანასკნელი ხშირად გვხდება მუსიკალური ჯგუფების, სპორტული გუნდების ან პოპულარული წარწერების სახელებში. სწორედ ამიტომ, თუ ფანი ან გულშემატკივარი ხართ, თქვენი გემოვნებით შევრონი მოძებნეთ.

ასე ნივთს შეაკეთებთ და ორიგინალურს გახდით. საბავშვო ნივთებისთვის წებოვანი აპლიკაციები მულტფილმის გმირებით გამოგადგებათ.

თასმა – თხელი ქსოვილის ლენტი, რომელიც ნებისმიერი ტანსაცმლის შესაკეთებლად გამოგადგებათ. შეიძლება იყოს ბეწვის, სელის ან ბამბის. ხშირად გასაფორმებლად გამოიყენება.

ირიბი ბეიკები დეტალზე ლენტის შემოსავლებად და ნახვრეტის გასაფორმებლად გამოიყენება. იდეალურია როგორც სახელოების ნაკეცებზე, ასევე ქურთუკის ქვედა კიდეზე.

  • ღილი ან ელვა

თუ გახეულ ადგილზე შესაფერისია, სცადეთ. პირველ რიგში, შესაფერისი სტილის შესაკრავი შეიძინეთ. გახეულ ადგილას ჩასვით და გაკერეთ. სიმეტრიისთვის ასეთივე საპირისპირო მხარეს გააკეთეთ. თუ ნახვრეტი მცირეა, ქსოვილის ნაჭერი აიღეთ (როგორც წესი, ქურთუკს ახლავს) და ნახვრეტი დამალეთ. ახლა დეკორატიული ღილი დააკარეთ. მარტივი და მოქმედი მეთოდით ნახვრეტს დამალავთ და ნივთს ცოტა ორიგინალურობას შემატებთ.

გახსოვდეთ, რომ შეკეთებული ნივთისთვის ჩვეულებრივი მოვლა შეუფერებელია. ახლა ფრთხილად უნდა გარეცხოთ და დააუთოვოთ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც შიდა მხარეს დაწებებულია. დაუთოების დროს ამ ადგილებს მოერიდეთ.