ჯანმრთელობა
5 ხილი რომელიც ცხიმს ვარჯიშზე სწრაფად წვავს
თუ ამ ხილს ყოვედღიურად მიირთმევთ არა მარტო სილამაზეს არამედ შესანიშნავ ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
ყოველდღე ბევრი ახალი ხილის მირთმევა კარგი ჯანმრთელობისა და ლამაზი ფიგური გარანტია. დიეტოლოგებმა იმ ხილის სია შეადგინეს რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად გვეხმარებიან ცხიმების წვაში და ხელს გვიშლიან უკვე დაკარგული კილოგრამების კვლავ მომატებში. მათ შორის 5 ლიდერი ხილი შევარჩიეთ და მათ შესახებ ამ სტატიაში წაიკითხავთ!
მოცვი
კვლევამ რომელშიც 100 000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა დაამტკიცა: ანტიოქსიდანტ ფავანოიდს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში დახმარება შეუძლია. მას უხვად შეიცავს შავი კენკრა: მოცვი, შავი მოცხარი და მაყვალი. მათი რაც შეიძლება ხშირად ჭამა ნამდვილი მისწრებაა ჯანმრთელობისთვის.
ვაშლი
ვაშლშიც ბევრი ანტიოქსიდანტი ფლავანოიდია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გარდა ამისა ის მდიდარია ბოჭკოთი რომელიც საკვების მონელებას ასტიმულირებს, ხელს უწყობს ნაწლავის ფორმაში ყოფნას და გვეხმარება შაქრის დონის ნორმალიზებაში. აუცილებლად მიირთვით ვაშლი ქერქიქნად რადგან ანტიოქსიდანტებისა და სასარგებლო ვიტამინების დიდი ნაწილი სწორედ მასშია.
მსხალი
თუ ვაშლი არ გიყვართ, შეგიძიათ მსხალი მიირთვათ: ამ ხილში იგივე სასარგებლო ნივთიერებები შედის რაც ვაშლში და ისიც მდიდარია ბოჭკოთი. თუმცა ყველაფერს აჯობებს თუ ორივე ხილს მიირთმევთ.
მარწყვი
ისევე როგორც მოცვი, მარწყვიც მდიდარია ანტოციანინებით და ჯანმრთელი წონის შენარჩუნებაში გვეხმარება. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ტვინისთვის: ისინი იმ ზონების აქტივობას უწყობენ ხელს, რომლებიც მეხსიერებაზე და ინფორმაციის მიღება-გადამუშავებაზე არიან პასუხისმგებელი. რაც უფრო ხშირად მიირთმევს ამ კენკრას მით უფრო დაცული იქნებით ასაკობრივი დიმენციისგან.
წიწაკა
ბოტანიკას ვერ შეეკამათები, ტექნიკურად წიწაკა ხილია და სხვათაშორის ძალიან სასარგებლო! მასში შემავალი კაპსაიცინის წყალობით (კომპონენტი რომელიც მას სიცხარეს მატებს) – წიწაკა მეტაბოლიზმის სტიმულირებაში გვეხმარება და ჭარბი წონის წვის პროცესს უფრო აჩქარებს!