Connect with us

თავის მოვლა

5 შინაურული სახის ნიღაბი, რომლებიც რეალურად მუშაობს

მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც სილამაზის საიდუმლოებებს მაცივარში ინახავენ და შინაურულ ნიღბებს ჰოლივუდის კოსმეტოლოგებში არ ცვლიან. Alltime-ი გთავაზობთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით კანს მოქნილობას და ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებთ. ნამდვილად შეძლებთ, რომ საკუთარი თავი სოფი ლორენს შეადაროთ.

ნიღიბი–აპკი

შავი წერტილების მოსაშორებლად პოპულარული შავი ნიღაბი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. მას შემდეგ, რაც შავი ნიღაბი ბლოგერებმა და ვარსკვლავებმა დაარეკლამეს, Aliexpress–ზეც კი მისი ფასები გაიზარდა. აი, გოგონა სახეზე შავ მასას ისვამს, რომელიც იდეალურ გლუვ აპკად იშლება, რამდენიმე ეფექტური სელფი ინსტაგრამში, აპკის მოშორება და მასზე შავი წერტილებია! ეფექტურია? ძალიან.

ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ სულ რაღაც 3 ლარად თავად გააკეთოთ. დაგჭირდებათ 1 აბი აქტივირებული ნახშირი, ჟელატინი და წყალი. ნახშირი დაფშვენით, ჟელატინი 20 გრ თბილ წყალში გახსენით, აურიეთ და ნახშირი დაუმატეთ. ნარევი სახეზე ფუნჯით წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. სელფი არ დაგავიწყდეთ! 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ერთ ფენად მოიშორეთ, ქვემოდან ზემოთ იმოძრავეთ. არანაკლებ შედეგს მიიღებთ!

სოფი ლორენის ნიღაბი

სოფი ლორენი 86 წლის ასაკში მშვენივრად გამოიყურება და აღიარებს, რომ კანზე ყოველთვის ზრუნავდა. თავის წიგნში „ქალი და სილამაზე“ მსახიობი გვიზიარებს ნიღბის რეცეპტს, რომლის დახმარებით ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურება.

ვარსკვლავური ნიღბისთვის დაგჭირდებათ ჟელატინი, კეფირი, თეთრი, მშრალი ღვინო, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ცოტა მოთმინება – ნიღაბი მთელი ღამე უნდა გაიჩეროთ. საღამოს 1 ჩ/კ ჟელატინი 100 მლ კეფირში გახსენით და მაცივარში მთელი ღამე შეინახეთ. დილით ნარევს 1 ჩ/კ ღვინო, ზეითუნის ზეთი და თაფლი დაუმატეთ. მზა ნარევი სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე შხაპის მიღებამდე 20 წუთით ადრე წაისვით. შემდეგ ყველაფერი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ანტიასაკობრივი ნიღაბი კვირაში 3–4–ჯერ გაიკეთეთ, თავად ნიღაბი შეგიძლიათ მაცივარში დაახლოებით 7 დღე შეინახოთ.

კვერცხის ნიღაბი

ნიღბის რეცეპტს კენდალ ჯენერი თავის ინსტაგრამზე გვიზიარებს. დიახ, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც შინაურულ რეცეპტებს იყენებენ. რატომაც არა, თუ ნიღაბი ნამდვილად შველის? როგორც კენდალი ამბობს, 1 კვერცხის ცილა სქელი ქაფის მიღებამდე უნდა ათქვიფოთ და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატოთ. ვარსკვლავის თქმით, ასეთი კვერცხის ცილა ფორებს ავიწროებს, ლიმონი კი PH დონეს აღადგენს, კანს მეგაპოლისის ბინძური ჰაერისგან იცავს. ვცადეთ, ნიღაბი მაგარია და მათეთრებელი ეფექტი აქვს. მართალია, ზაფხულში ფრთხილად უნდა გამოიყენოთ: ლიმონის მჟავას პილინგ–ეფექტი აქვს და მზისგან დამცავი საშუალების გარეშე გარეთ გასვლას არ გირჩევთ, რომ პიგმენტური ლაქები თავიდან აიცილოთ.

ჰალვის ნიღაბი

მოულოდნელია, არა? ეს ნიღაბი აღმოსავლელ ქალებში პოპულარულია. ჰალვის შემადგენლობაში ბევრი ცხიმი, ნატურალური კომპონენტი და ვიტამინია. ნიღბის მოსამზადებლად საკმარისია ჰალვა თბილ წყალს აურიოთ. ჰალვა დაფშვენით და წყალში ფაფის მიღებამდე გახსენით. ტკბილი ნარევი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ და წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი სახეს კვებავს, აქერცვლას და სიმშრალეს მოგაშორებთ. იდეალური რეცეპტი გაუწყლოებული და მშრალი კანისთვის. აი, ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს ასეთი ნიღაბი არ შეეფერება: სახეს ზედმეტად ცხიმიანს ხდის.

კონიაკის ნიღაბი

სანამ სტუმრებს ელით ან ტირამისუს ამზადებთ, თქვენს სახის კანზე იზრუნეთ. ნახევარი ჩაის კოვზი კონიაკი, რამდენიმე წვეთი ლიმონი და ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ, რომ კანს ბზინვარება და ლამაზი თანაბარი ფერი მიანიჭოთ. 20 წუთში ექსპრეს ნიღაბი კანს გაახურებს, სისხლის მიმოქცევას გააქტიურებს და შავ წერტილებსაც გააღიავებს. ასეთი მოვლის შემდეგ კოსმეტიკაც არ დაგჭირდებათ. ჯანსაღი რუმიანა და იდეალური სახის ფერი მინიმუმ რამდენიმე საათი გაგრძელდება.