Connect with us

საკითხავი

5 სახლის საშუალება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ, რომელთა შესახებ ადამიანების 90%-მა არ იცის

სახლის საშუალებები შეიძლება სუპერ პრაქტიკულიდან ყველაზე უცნაურამდე მერყეობდეს.

სახლის საშუალების გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის იაფი და ხელმისაწვდომია. ხშირად ბევრად უფრო ნატურალური და რამდენიმე თაობის მიერ გამოცდილია. გარდა ამისა, მოდით ვაღიაროთ – საკმაოდ სასაცილო და საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს (თუ რა თქმა უნდა, სახლის საშუალებას ყველა დაავადების სამკურნალო საშუალებად არ მიიჩნევეთ და აუცილებლობის შემთხვევაში ნამდვილ სამედიცინო დახმარებას მიმართავთ).

1. შაქარი სლოკინის დროს

შაქარი ნახშირწყალია და მის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ყველას სმენია. მაგალითად, დიაბეტი, წონის მომატება, ტვინსა და ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება.

თუმცა სლოკინის დროს შაქარი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ხშირად გამოყენებად საშუალებას წარმოადგენს. 1 კოვზი შაქარი მედიკამენტია. ეს მოქმედებს, თქვენს მომთაბარე ნერვზე სტიმულირებს და დიაფრაგმის სპაზმის შეწყვეტას იწვევს (სლოკინის ერთ-ერთი პირველი მიზეზი).

2. საკვები სოდა ფუტკრის ნაკბენის დროს, კბილების გასათეთრებლად და სუნის გასაქრობად

საკვები სოდა ნატრიუმის ბიკარბონატის ტუტე ქიმიური ნაერთის კრისტალური ფორმაა. შეგიძლიათ როგორც დასალაგებლად, ასევე მჟავეს გასანეიტრალებად ან გამოსაცხობად გამოიყენოთ.

ფუტკრის ნაკბენის შეშუპების შესამცირებლად წყლისა და სოდის პასტა მოამზადეთ. ის ნაკბენის დამწვრობას ამცირებს, სიწითლეს და ქავილს ასუსტებს, ასევე ტკივილს ამცირებს. კბილების გასათეთრებლად საკვები სოდა კბილის პასტას დაუმატეთ. ის კბილებს კარგად აპრიალებს და ლაქებს აქრობს.

საკვები სოდა შეგიძლიათ შარდსასქესო გზების ინფექციების დასამშვიდებლად (არა სამკურნალოდ) გამოიყენთ. 1 ჩ/კ საკვები სოდა 1 ჭიქა წყალში გახსენით და დალიეთ, რომ შარდსასქესო გზების სიმჟავე გაანეიტრალოთ. საკვების სოდის ანტიბაქტერიული თვისება ინფექციას აკავებს, მაგრამ ის სამკურნალო საშუალებას არ წარმოადგენს. ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

და ბოლოს, საკვები სოდა სუნს შესანიშნავად შთანთქავს, ამიტომ მაცივარში, ფეხსაცმელში, ხალიჩასა და სხვა ადგილებში გამოიყენეთ.

3. სიმინდის სახამებელი, როგორც მშრალი შამპუნი

სიმინდის სახამებელი გამასქელებელია, რომელიც სიმინდის მარცვლისგან მზადდება. ის მშრალი ფხვნილია, რომელსაც საცხობად, წვნიანებსა და სოუსებში იყენებენ. ამასთან შეგიძლიათ შამპუნის სახით გამოიყენოთ.

მცირე რაოდენობით კაკაოს ფხვნილს (ფერისთვის) და ნებისმიერ ეთერზეთს აურიეთ. ნარევი ჭარბ ცხიმს და ოფლს შთანთქავს და ვარცხნილობას მოცულობითს გახდის მაშინ, როცა თავის დაბანას ვერ ახერხებთ. გარდა ამისა, შესანიშნავი სუნი აქვს!

4. წებოვანი ლენტა მეჭეჭისთვის

წებოვანი ლენტა სახლში ყველას აქვს და მისი დახმარებით ნებისმიერი რამის დამაგრება შეიძლება, მაგრამ მისი გამოყენება ამით არ შემოიფარგლება. მისი დახმარებით შეგიძლიათ მეჭეჭი მოიშოროთ.

წებოვანი ლენტის პატარა ნაჭერი მეჭეჭზე დაიკარით და მის მოძრობამდე დაივიწყეთ. მეჭეჭი დაასველეთ და სკოჩი კვლავ დაიკარით. პროცესი გააგრძელეთ მანამ, სანამ მეჭეჭი არ გაქრება. რთული სათქმელია, მაგრამ ეს მუშაობს და ამას ბევრი მოწმე ჰყავს.

5. ზეთისხილი გულისრევის დროს

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ზეთისხილი ხილია. მას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ზრდიან და მისი ფერმენტირება მანამ ხდება, სანამ საკვებად ვარგისი გახდება.

უბრალოდ რამდენიმე ზეთისხილი შეჭამეთ, რომ ორსულობის ან ზღვის ავადმყოფობის დროს გულისრევა თავიდან აიცილოთ. ზეთისხილში შემავალი ტანინები თქვენს ნერწყვს აშრობენ, რომ გულისრევის უსიამოვნო შეგრძნება შეამცირონ. მასში ბევრი „კარგი ცხიმი“ და E ვიტამინი შედის, ამიტომ თქვენი დიეტის ჯანსაღ დანამატს წარმოადგენს. მწვანე ნაკლებად მწიფეა, ვიდრე შავი და უფრო რბილი, ხილის გემო შეიძლება ჰქონდეს.

მათ გამოყენებას გარისკავთ?