Connect with us

ჯანმრთელობა

5 მითი კანის კიბოს შესახებ, რომლებიც შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ

კანის სიმსივნე ერთ–ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული სიმსივნეა. როგორც ონკოლოგები ვარაუდობენ, დროთა განმავლობაში დაავადება კიდევ უფრო გავრცელებული გახდება. კანის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად უნდა იცოდეთ, თუ რა იწვევს დაავადებას და არ დაუჯეროთ მითებს, რომელთაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ კანის კიბოს შესახებ ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სახიფათო მითები შევაგროვეთ – მათ არ ენდოთ!

მას, ვინც მზეზე არასდროს იწვება, კანის კიბო არ აქვს

მაშინაც კი, თუ ლამაზ და თანაბარ რუჯს ადვილად იღებთ და არასდროს იწვებით, რისკი მაინც არსებობს: ყველაზე ფრთხილი რუჯიც კი კანის დაზიანებაა. რუჯი კი მელანინის დამატებითი პორციაა, რომელსაც ორგანიზმი უჯრედების მიკროტრავმების დაზიანებაზე საპასუხოდ აწარმოებს.

კანის კიბო მხოლოდ კანზე ვითარდება

ასე არაა: არსებობს მელანომის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც თვალში პიგმენტის მწარმოებელ უჯრედში ვითარდება. სწორედ ამიტომ, ულტრაიისფერი სხივებისგან არა მხოლოდ კანი, არამედ თვალები უნდა დაიცვათ და მუქი ფერის სათვალეები ატაროთ. ამასთან, რაც უფრო ღია ფერისაა თქვენი თვალი, მით უფრო მაღალია რისკი.

ბავშვობაში გარუჯვა – კანის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკა

კიდევ ერთი ძალიან სახიფათო მითი: თითქოსდა ადრეული ასაკიდან რუჯის მიღება კანს „ავარჯიშებს“ და ზრდასრულობაში იცავს. სინამდვილეში, მკაცრად პირიქით: ბავშვი მზეზე დაცვის გარეშე რაც უფრო მეტს დროს ატარებს, მომავალში სახიფათო დაავადებასთან შეჯახების უფრო მაღალი რისკი ექნება.

ზამთარში შეგიძლიათ მზისგან დამცავი კრემი არ გამოიყენოთ

მაშინაც კი, თუ მწველი მზე არ ანათებს, ის კანს მაინც აზიანებს. უფრო მეტიც, ზამთარში ულტრაიისფერი სხივები დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, რადგან თოვლის და ყინულის მიერ ირეკლება. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი სათვალეები და დამცავი კრემი არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც საჭიროა.

ღრუბლიან ამინდში შეგიძლიათ დაცვაზე არ იდარდოთ

ულტრაიისფერი სხივების 80% ღრუბლებს შორის მაინც აღწევს, ამიტომ ყველაზე მოღრუბლურ ამინდშიც კი მზისგან დამცავი საშუალებები მაინც უნდა ატაროთ. სწორედ ამიტომ, ქუჩაში გასვლისას, თუნდაც მზეს ვერ ხედავდეთ, კანის ღია ნაწილებზე მზისგან დამცავი კრემი მაინც წაისვით.