Connect with us

ჯანმრთელობა

5 მარტივი მეთოდი კარგი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად

ამ ეფექტური და მარტივი მეთოდების დახმარებით კარგი იმუნიტეტის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ!

  1. ასკილი მოხარშეთ და ნატურალური C ვიტამინი სუფთა სახით დალიეთ. გადაჭარბება შეუძლებელია. ორგანიზმი ამ ვიტამინს იმდენი რაოდენობით ითვისებს, რამდენიც სჭირდება.
  2. ფეხშიშველა ხშირად იარეთ.
  3. დეპრესიას თქვენი დაპყრობის უფლება არ მისცეთ. ცუდი განწყობის მოტყუება ადვილად შეიძლება, მთავარია სურვილი გქონდეთ.
  4. შავი ცირცელი ნებისმიერი ფორმით შეჭამეთ. შავი ცირცელი ძვლის ტვინს ააქტიურებს, ის კი იმუნურ სისტემაში უჯრედებს აწარმოებს.
  5. გვირილა, უკვდავა, არყის კვირტები და კრაზანა – ტიბეტელი ბერების ჩაი დალიეთ.

რამდენიმე პრაქტიკული რეცეპტი

  • თუ ძლიერ დაღლილობას გრძნობთ ან ფარული ძალების მოკრეფა გსურთ, ლიმონურას წვენი მოამზადეთ. ახალი კენკრა გარეცხეთ და გაწურეთ. წვენი სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ და თავსახური კარგად დაახურეთ. 1 ჩ/კ წვენი 1 ჭიქა ჩაის დაუმატეთ.
  • ძლიერი მატონიზირებელი საშუალების სახით ლიმონურას კენკრის ნაყენი დალიეთ. 1 ს/კ ხმელ ან ახალ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 2 ს/კ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • ლიმონურას ნაყოფის ნაყენი სხეულს კარგად ატენიანებს, მხნეობას შეგმატებთ და შრომისუნარიანობას გაზრდის. დაქუცმაცებულ ნაყოფს 70%-იანი სპირტი 1:3 პროპორციით დაასხით, რამდენიმე დღე დააყენეთ, შემდეგ გამჭვირვალე სითხის მიღებამდე კარგად გაფილტრეთ. 30 წვეთი ნაყენი წყალში გახსენით და ჭამამდე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ, დღეში 3-ჯერ შეჭამეთ.

ყურადღება! უკუჩვენება: ლიმონურას შემცველი სამკურნალო საშუალებები არ მიიღოთ, თუ ნერვული აშლილობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა და ჰიპერტონია გაწუხებთ.

  • 100 მლ ალოეს წვენი, 500 გრ ნიგოზი, 300 გრ თაფლი და 3-4 ლიმონი აიღეთ. ლიმონის წვენი გაწურეთ, კარგად აურიეთ და 1 დესერტის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. ეს ნარევი ლიმონის წვენის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ და იმავე დოზით მიიღოთ.
  • 200 მლ ალოეს წვენი, 300 გრ თაფლი და 350 მლ წითელი მშრალი ღვინო აიღეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ 1 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. 1-2 ჩ/კ ჭამამდე 20-40 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

ყურადღება! უკუჩვენება: ალოეს მიღება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, შარდის ბუშტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ტუბერკულოზის გამწვავების, ბუასილის, საშვილოსნოს სისხლდენის, ორსულობის და სიმსივნის დროს არ შეიძლება. ამასთან, ალოეს შემცველი შემადგენლობა საღამოს 7 საათამდე მიიღეთ, რომ უძილობა არ გამოიწვიოთ.