Connect with us

ჯანმრთელობა

5 ეფექტური მეთოდიკა თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას დაავადებების დროს, დაწყებული კისრის ოსტეოქონდროზიდან დაწყებული, ათეროსკლეროზით დასრულებული.

სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდა საშუალებას გვაძლევს, გავთავისუფლდეთ თავის სიმძიმისგან, მოვიშოროთ თავის ტკივილები, გავიძლიეროთ გონება და გავიუმჯობესოთ განწყობა.

ჩვენ მოვამზადეთ 5 ეფექტური და გამოცდილი რეცეპტები თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად.

1. თაფლი და ბერძნული კაკალი

დააქუცმაცეთ 5 ბერძნული კაკალი და კარგად შეურიეთ 1 ს.კ. ნატურალურ თაფლს, დაუმატეთ 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი და ჯანჯაფილი, მოურიეთ, მოათავსეთ მასა 1 დღით მაცივარში. მიიღეთ სამკურნალო მასა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ს.კ. ოდენობით.

2. ხახვის წვენი და თაფლი

დაწურეთ 1/3 ჭიქა ხახვი, შეურიეთ 1 ჭიქა ნატურალურ თაფლს, მიირთვით სამკურნალო მასა 1ჩ.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო მასა არამხოლოდ ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტს.

3. ნატურალური წვენები

ყოველდღიურად, სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე, მიირთვით 1/2 ჭიქა ბროწეულის წვენი(ანაცვლეთ ვაშლისა და სტაფილოს წვენებით) – მაღაზიაში წვენის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ წვენი მაქსიმალურად ნატურალური იყოს, ან თავად დაწურეთ წვენი.

4. ოროვანდის ნაყენი

დაასხით მდუღარე წყალი თერმოსში დაახლოებით 10 გ ოროვანდის გამომშრალ ფესვს, დააყენეთ 8-10 საათით, რის შემდეგაც გადაწურეთ და დადგით ცივ ადგილას. მიიღეთ სამკურნალო ნაყენი 4 ს.კ. ოდენობით, საუზმემდე 30 წუთით ადრე. კურსი ერთთვიანი.

5. სასარგებლო პროდუქტი

ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისა და გაწმენდისთვის ყოველდღე, საუზმემდე 30 წუთით ადრე მიირთვით თითო მანდარინი, 1 მუჭა ქიშმიში და ბერძნული კაკალი, 15-20 წუთში დალიეთ ჭიქა წყალი, შერეული 1 კოვზ თაფლთან და 1 ნაჭერ ლიმონთან, კიდევ 10-15 წუთში კი საუზმეს შეუდექით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!