Connect with us

ჯანმრთელობა

5 ბუნებრივი საშუალება თავის ტკივილის დასამარცხებლად. გამოცდილი მეთოდები

თავის ტკივილის და ცუდი მეხსიერების მთავარი მიზეზი თავის ტვინში დაბინძურებული სისხლძარღვებია. როგორც ჩვენი ორგანიზმის ყველა ქსოვილს, ტვინს მუდმივი წმენდა სჭირდება. ჭარბი მარილი, ცხიმი, ტოქსინები სისხლძარღვებში გროვდება და ათეროსკლეროზის ფოლაქებს ქმნის. ზედმეტი ქოლესტერინისა და სხვა სიბინძურისგან სისხლძარღვების წმენდა ბუნებრივი გზით შეიძლება. საკმარისია რაციონში გარკვეული პროდუქტები ჩართოთ.

მოქნილი, ელასტიკური, ახალგაზრდა სისხლძარღვები ტვინში სისხლის კარგ მიწოდებას და მის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფენ. გაეცანით პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნებისმიერ ასაკში საღად იაზროვნოთ! განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც თავის ტკივილი მუდმივად აწუხებს.

ბუნებრივი საშუალებები თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ

1. ნიგოზი თაფლში

ნიგოზი დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. თაფლი დაუმატეთ. მასა საკმაოდ სქელი უნდა იყოს. სურვილის მიხედვით დარიჩინი და კოჭა დაუმატეთ. სამკურნალო ნარევი მაცივარში შეინახეთ. 1 ს/კ საშუალება ჭამის წინ, დღეში 3–ჯერ მიიღეთ.

ნიგოზი გარეგნულად ტვინს ჰგავს – ნივთიერება, რომელიც მასში შედის, ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოზე იზრუნებს.

2. ხახვის წვენი თაფლში

1 ჭიქა თაფლი 1/3 ჭიქა ხახვის წვენს აურიეთ. ეს უგემური, მაგრამ სასარგებლო ნარევი მაცივარში შეინახეთ. 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ მიიღეთ. სისხლძარღვების გაწმენდის გარდა სამკურნალო საშუალებას სხვა გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს – იმუნიტეტს ზრდის.

3. ბროწეულის, ვაშლის, სტაფილოს წვენი

წვენი ნაყიდი არ უნდა იყოს, ნატურალური წვენი თავად გააკეთეთ. ამ ხილის წვენი სისხლძარღვებს კარგად წმენდს. ყოველდღე ნახევარი ჭიქა წვენი ჭამის წინ დალიეთ. დღეში რამდენჯერმე მისი დალევა საუკეთესო შედეგს იძლევა.

4. ოროვანდის ნაყენი

სამკურნალო კურსი ოროვანდით 1 თვე ჩაიტარეთ. ოროვანდის ფესვები გააშრეთ. 10 გრ ხმელ ფხვნილს მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში ზუსტად 10 საათით დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. 4 ს/კ საშუალება საუზმემდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ოროვანდის ფესვები საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა.

5. ჩირი და მანდარინი

ეს გემრიელი პროდუქტები სისხლძარღვებს წმენდენ და ჯანმრთელობას აძლიერებენ. ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე 1 მანდარინი, პატარა მუჭა ქიშმიში და რამდენიმე ნიგოზი შეჭამეთ. 15 წუთში 1 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით დალიეთ და კიდევ 15 წუთში ისაუზმეთ.

მხოლოდ ერთი გამწმენდი პროდუქტის გამოყენების შემთხვევაშიც გაუმჯობესებას იგრძნობთ. მეხსიერება არ გიმტყუნებთ, მოვლენებს გაიხსენებთ, რომელიც დავიწყებული გქონდათ! დღის ბოლოს დაღლილობა, თავის ტკივილი და სიმძიმე საფეთქლებში არ შეგაწუხებთ.

თავის ტვინის მუშაობის დარეგულირება ბუნებრივად მოხდება, გამოდის ეფექტი დიდხანს შენარჩუნდება. სწრაფი და საღი აზროვნება, კონცენტრირება – ეს ყველაფერი სისხლძარღვების მდგომარეობას უკავშირდება. კარგია, რომ ღირებული პროდუქტებით მასზე ზრუნვა შეიძლება!

ეს ნატურალური საშუალება ათეროსკლეროზის ძლიერი პროფილაქტიკაა. სტატია მეგობრებს გაუზიარეთ. დაე, თავის ტკივილმა აღარ შეაწუხოთ!