Connect with us

ყვავილები

4 რჩევა, თუ როგორ მოვრწყათ მცენარე სწორად ზამთარში

წლის ცივ სეზონზე ბინაში გამათბობელ მოწყობილობებს ვრთავთ. ეს კი ჰაერს აშრობს და ამის გამო ოთახის მცენარეები იტანჯება. საყვარელ მცენარეებს ცივ სეზონზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ მცენარეს დიდ სარგებელს მოუტანს.

დღეს გიამბობთ, თუ როდის და როგორ უნდა მორწყათ ოთახის მცენარეები, რომ გათბობის სეზონზე ჯანსაღი გარეგნული მხარე შეინარჩუნონ.

ტენიანობა

ცივ სეზონზე ყვავილები არც თუ ისე ინტენსიურად იზრდება, ამიტომ ნაკლებ წყალს შთანთქავენ. შესაბამისად, იშვიათად უნდა მორწყათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მცენარეს წყალი სჭირდება თუ არა, ნიადაგი შეამოწმეთ. ამისთვის თითი ნიადაგში ზუსტად 3 სმ-ით ჩადეთ. თუ გრძნობთ, რომ ნიადაგი სველია, მცენარეს მორწყვა არ სჭირდება.

ფოთლები

მცენარე სიმშრალისგან რომ დაიცვათ, ფოთლები კვირაში ერთხელ სველი ჩვრით გაწმინდეთ. ასევე შეგიძლიათ გათბობის ბატარეაზე სველი პირსახოცი გადაგიკოთ, ან ქოთანი რამდენიმე დღით აბაზანაში დადოთ, რომ ტენით გაიჟღინთოს. სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად მცენარის დანამვა, ქოთანთან ახლოს წყლით სავსე ჭურჭლის დადება. წყალი აორთქლდება და მცენარე დატენიანებას შეძლებს. დღესდღეობით შეგიძლიათ მაღაზიებში სპეციალური ჰაერის დამატენიანებელი საშუალებები შეიძინოთ.

დრო

ზამთარში მცენარე სჯობს დილით მორწყათ. წლის ამ დროს მზის კაშკაშა სინათლე არაა, ამიტომ წყალი ნიადაგში მშვიდად გაიჟღინთება.

წყლის ტემპერატურა

ოთახის მცენარე სხვადასხვა ტემპერატურის მიმართ ამა თუ იმ ზომით მგრძნობიარეა. მცენარე დაზიანებისგან რომ დაიცვათ, ჯერ წყალი 1-2 დღე დააყენეთ, რომ კალციუმის კარბონატი და ქლორი მოაშოროთ, შემდეგ კი 17 გრადუსამდე გააცხელეთ.

ზამთარში მცენარეების მოვლა არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მარტივი წესები დაიცავით და წლის ცივ სეზონზეც კი საყვარელი მცენარე ჯანსაღი და ლამაზი იქნება.