Connect with us

ყვავილები

4 მიზეზი, რის გამოც ჟოლო ყოველწლიურად ზომაში მცირდება

აგარაკზე ჟოლოს პატარა ბუჩქნარი გვაქვს: მხოლოდ 6-8 ჟოლოს ბუჩქი, მაგრამ საკმარის კენკრას გვაძლევდა. მამა მოსავლით იმედგაცრუებული მხოლოდ გასულ წელს დარჩა. რა დასამალია, ყველა გაკვირვებული ვიყავით, რატომ იყო ჟოლო პატარა და მშრალი. გამოცდილ ფერმერს დახმარებისთვის მივმართეთ.

მეზობელი ჟოლოს 20 წელზე მეტია ზრდის. მოსავლის ნახევარს ყიდის, ამიტომ ყველაზე მეტად დაინტერესებულია, რომ კენკრა დიდი და წვნიანი იყოს. მისი თქმით, ბუჩქს მარტივი და ლოგიკური მოვლა სჭირდება. მეზობელმა ძირითადი პრინციპები გაგვიზიარა.

რატომ არის ჟოლო პატარა და როგორ ავიცილოთ თავიდან

პირველ რიგში, სპეციალისტმა ბუჩქის ასაკის შესახებ გვკითხა. ამბობს, რომ ბუნებრივია, როცა ასაკოვანი მცენარე პატარა და მშრალ ნაყოფს იძლევა. ჟოლოს ბუჩქნარს ხომ ყოველ 8-10 წელიწადში განახლება სჭირდება.

შემდეგ დაინტერესდა, როგორ ვკვებავთ. თავად ყოველ 2 წელიწაში ერთხელ ნაკელს უმატებს. ზაფხულში მიწას აზოტის სასუქით (10 ლ წყალი 50 გრამ საშუალებაზე) ამდიდრებს.

საგაზაფხულო მოვლა

ყველაზე აქტიური მოვლა გაზაფხულზე სჭირდება. ამ პერიოდში ბუჩქი უნდა გასხლათ, ძველი, ხმელი და დაავადებული ტოტები მოაშოროთ. ისინი ხომ ახალ ნაყოფიერ ყლორტებს განვითარებაში ხელს უშლიან.

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მეზობელი გვირჩევს, რომ მიწა არ გავაფხვიეროთ. ამის ნაცვლად სჯობს მულჩით დაფაროთ. ასე ფესვები არ დაზიანდება და მიწის ფხვიერობას შეინარჩუნებთ.

რა გავაკეთოთ, თუ ჟოლო ავადაა

გასაგებია, რომ მავნებლებით დაინფიცირებული ბუჩქი დიდ მოსავალს ვერ მოგცემთ. ამ შემთხვევაში, ბრძოლა უსარგებლოა, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ყვავილობამდე ჟოლოს ბუჩქები ბორდოს სითხით ან სპილენძის სულფატით დაამუშავეთ.

ვიმედოვნებთ, გაარკვიეთ, რატომ აქვს ჟოლოს პატარა და მშრალი ნაყოფი, და უკვე იცით, რა გააკეთოთ. მეზობელი ამბობს, რომ ბუჩქები შემოდგომაზე სწორად უნდა დარგოთ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ჟოლოს ბუჩქის მოვლის შესახებ.

Advertisement