Connect with us

საკითხავი

4 ეფექტური მეთოდი სხვადასხვა ზედაპირიდან საფასარის მოსაშორებლად

საჩუქრის შეძენისას ერთი უსიამოვნება შეიძლება აღმოაჩინოთ. ეს მიწებებული საფასარია. არავის სურს ისეთი საჩუქრის ჩუქება, რომელზეც ფასი მითითებულია, მაგრამ აგრესიული გახეხვით მისი დაზიანებაც საჭირო არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 4 ეფექტურ მეთოდს ზედაპირის დაზიანების გარეშე საფასარის მოსაშორებლად.

ჭურჭელზე მიწებებული საფასარის მოშორება ძალიან რთულია. მოშორების შემდეგ მასზე წებოს კვალი ხშირად რჩება. ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით საფასარს ჭურჭლის და სხვა მასალის დაზიანების გარეშე მოიშორებთ.

სველი ღრუბელი

წებოს კვალის მოსაშორებლად უმარტივესი მეთოდია. რბილი ღრუბელი წყალში დაასველეთ და საფასარი გახეხეთ, სანამ ბოლომდე არ მოშორდება. რბილი ღრუბელი ზედაპირზე ნაკაწრებს არ ტოვებს.

საშლელი

მყარ ზედაპირს საფასარი საშლელით შეგიძლიათ მოაშოროთ. სუფთა საშლელი გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედაპირზე ზოლები არ დატოვოს. წებოს კვალის გაქრობამდე გახეხვა არ შეწყვიტოთ.

ზეთი

საფასარის მოსაშორებლად მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენიმე წვეთი ზეთი სტიკერს წაუსვით და 5-7 წუთით გააჩერეთ. შემდეგ რბილი ღრუბლით გახეხეთ, წებო და ქაღალდი მოაშორეთ. ბოლოს წყალი გაავლეთ.

ფენი

ფენის ცხელი ჰაერი წებოს შლის. ასე სტიკერი ადვილად მოშორდება და წებოს კვალიც არ დარჩება. ძალიან მარტივია. ფენის ცხელი ჰაერი საფასარისკენ მიმართეთ. 2–3 წუთში მიწებებული ქაღალდი მოაშორეთ.

ეს ოთხი მეთოდი გამოსცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. წებოს კვალი არ დარჩება. გირჩევთ, ჭურჭლის სახეხი მეტალის ნეჭა არ გამოიყენოთ, რადგან პლასტმასის და კერამიკის ზედაპირზე ნაკაწრებს ტოვებს. თან სტიკერს მოაშორებთ, მაგრამ წებო მაინც დარჩება. ასე საჩუქარი ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. უფრო ნაზი მეთოდები სცადეთ.

Advertisement