სხვა
4 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც მარტოობა გვასწავლის
ბევრი თვლის, რომ მარტოობა – პირქუში, მძიმე და საერთოდ აუტანელია. ზოგიერთი კი მისგან თავის ასარიდებლად უბედურ ურთიერთობებში რჩება, თუმცა ეს ნებისმიერ მარტოობაზე უფრო უარესია!
მარტოობა – მშვენიერია. ის შეუდარებელ თავისუფლებას გვჩუქნის. გვაძლევს საშუალებას ნამდვილად მოვდუნდეთ და ძალები აღვიდგინოთ.
გარდა ამისა მარტოობას შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს.
აი, 4 უძვირფასესი გაკვეთილი:
1. ნამდვილი დამოუკიდებლობა
თავს თითქმის ყოველთვის დამოუკიდებლად ვთვლიდი, მაგრამ მხოლოდ პარტნიორის არ ყოფნისას ვისწავლე ნამდვილი დამოუკიდებლობა.
კინოში, რესტორანში, პლიაჟზე ან პარკში სასეირნოდ სრულიად მარტო სიარული თავიდან უცნაური მეჩვენებოდა. თუმცა დროდადრო ჩემი დამოუკიდებლობის დაფასება დავიწყე.
შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა – ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება, რომელიც ურთიერთობაში ყოფნისას ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის. ახლა ვისწავლე საკუთარ თავთან გატრებული დროისა დაფასება და სიყვარული, შედეგად კი პირვნულად ძალიან გავიზარდე.
2. თვითშეგნება
მარტოობამ საშუალება მომცა გამეაზრებინა, თუ რას წარმოადგენს ცემი პიროვნება, თუ როგორ ხალხთან მინდა ურთიერთობა, როგორ ცხოვრების წესს მინდა რომ მივსდიო და რა უნდა გავაუმჯობესო ჩემში.
მაგალითად, როდესაც ვცდები, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ეს საშინელებაა. მე მიწევს გავიაზრო რა გავაკეთე არასწორად და გავიგო თუ როგორ გავხდე უკეთესი რათა ეს შეცდომა კვლავ არ გავიმეორო.
რაც შეეხება მეგობრებს, მიწევს თავად შევაფასო ახალი ნაცნობები და გადავწყვიტო მსურს თუ არა მათი არსებობა ცემს ცხოვრებაში.
როდესაც ურთიერთობაში ვიყავი, ამაში პარტნიორი მეხმარებოდა. მარტოობამ თვითშეგნება მაჩუქა.
3. თვითუზრუნველყოფა
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია – გააზრება, რომ არავინ მჭირდება. მხოლოდ მე შემიძლია ჩემი თავის გაბედნიერება, მხოლოდ მე ვიცი რა მჭირდება.
მე არ მჭირდება პაემნები რესტორანში წასასვლელად და გემრიელად წასახემსებლად. არ მჭირდება მეორე ადამიანი, რომელიც ჩემს ნაბიჯებს მოიწონებს.
შეცდომის დაშვებისას, მისი მეშვეობით გაკვეთილს ვიღებ და ვაგრძელებ ცხოვრებას, შემდეგში მას აღარ ვიმეორებ. ვისწავლე, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა თავადაც შემიძლია.
4. მოლოდინები ურთიერთობებისგან
გამიგია გამოთქმა: თუ საკუთარ თავთან ბედნიერი ხარ, ასეთივე ადამიანს მოიზიდავ. ვეთანხმები! მარტოობამ საშუალება მომცა უკეთ გამეგ საკუთარი თავის და ახლა მხურს ვიპოვო ადამიანი, რომელსაც ასევე ესმის საკუთარი თავის და არ არის სხვებზე დამოკიდებული.
მე შემიძლია თავად ვიზრუნო თავზე და ვიცი, რომ მჭირდება ადამიანი რომელსაც იგივე შეუძლია. მე მეტი არც მჭირდება.
კი, ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე მარტოსული ადამიანი ვარ მთელს სამყაროში, მაგრამ, ყველაზე ხშირად თავს სამყაროს წვერვალზე ვგრძნობ და ვაცნობიერებ თუ რამდენს მივაღწიე საკუთარი ძალებით.