Connect with us

კულინარია

4 უბრალო ინგრედიენტისგან შემდგარი ეს დესერტი იმდენად გემრიელია, რომ ვერასდროს ვნაყრდები

ტკბილი კარამელის შერბეტი მიწისთხილით მზადდება მარტივად, ინგრედიენტები ყველაზე ხელმისაწვდომია, ბავშვობის ნოსტალგიური გემო კი გულგრილს არავის დატოვებს. მარტივი და გემრიელი, შინ მომზადებული დესერტების მოყვარულებს ეძღვნება..

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ შერბეტის მომზადებას მიწისთხილით, 4 მარტივი ინგრედიენტისგან, რომლებიც მუდმივად ხელთ გვაქვს. შესაშინავი დასაყოლებელი ჩაისთან თუ ყავასთან..

შერბეტის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მიწისთხილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 700 გ შაქარი
  • 80 გ კარაქი

მომზადება

1. შეურიეთ რძე 600 გ შაქარს, დადგით ნელ ცეცხლზე, აადუღეთ, ხარშეთ 30 წუთით და ურიეთ შუალედებში.

2. მიწისთხილი მოხალეთ ან გამოაცხვეთ ღუმელში. გააცალეთ კანი.

3. დარჩენილი შაქარი(100გ) დაყარეთ მშრალ ტაფაზე და დაადნეთ ნელ ცეცხლზე, სანამ შაქარი არ დადნება და ყავისფერ კარამელად არ იქცევა.

4. შეურიეთ კარამელი ცხელ რძეს და ხარშეთ მასა კიდევ 1 საათის მანძილზე, პერიოდულად ურიეთ.

5. ცეცხლის გამორთვამდე 5 წუთით ადრე, მასას დაუმატეთ კარაქი, აცადეთ დადნობა და გამორთეთ ცეცხლი.

6. ფორმას, რომელშიც შერბეტის გაციებას აპირებთ, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოაყარეთ მიწისთხილი. მოასხით მიწისთხილს კარამელის მასა და გააჩერეთ ცივ ადგილას სრულად გაშრობამდე.

7. უმაღლესი ხარისხის შინ მომზადებული შერბეტი მზადაა თქვენი და თქვენი შვილების გასახარებლად. გემრიელად მიირთვით!

ასეთი გემრიელობა, პრაქტიკულად, არაფრისგან მზადდება – სულ 4 ინგრედიენტი საკმარისია სტუმრებისა და ოჯახის წევრების გასაოცებლად.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.