Connect with us

ყვავილები

4 ნაბიჯი, როგორ გავზარდოთ მსხვილი ჟოლო

დედას ჟოლო ძალიან უყვარს, ამიტომ ჩვენს პატარა ბაღში საპატიო ადგილს იკავებს. ბოლო პერიოდია შევნიშნეთ, რომ ჟოლოს ბუჩქი ნაკლებად ნაყოფიერობს და კენკრის ზომა შემცირდა. მოსავლიანობის გასაზრდელად ზომების მიღება გადავწყვიტეთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით მსხვილი კენკრის გაზრდას შეძლებთ. გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ჟოლოს ბუჩქი სწორად აზოტით და კალიუმით გასაჯერებლად.

როგორ გავზარდოთ მსხვილი ჟოლო: 4 მარტივი რეკომენდაცია

ახალგაზრდა ყლორტებთან მუშაობა

ჩვენი ჟოლო უკვე მრავალწლიანია, როგორც მინიმუმ, 7 ან მეტი წლის. სწორედ ამიტომ, ძველებურ მოსავალს აღარ იძლევა. სიტუაციის გამოსასწორებლად ახალგაზრდა ყლორტების გადარგვა გადავწყვიტეთ.

ბუჩქების გათხელება

ძველი ყლორტების მოშორებით მცენარე საჭირო სინათლეს და მკვებავ ელემენტებს მიიღებს. ხმელი ტოტები გადაჭერით, რომ ჯანმრთელ და ახალგაზრდა ყლორტებს შორის ზუსტად 70 სმ იყოს. რიგებს შორის დაახლოებით 1 მ მანძილი დატოვეთ. ჟოლოზე ასე შემოდგომაზე იზრუნეთ, როცა ნაყოფიერების შემდეგ ტოტები ფესვებს ყველა დაგროვილ საკვებ ელემენტს აძლევს.

წვერის გადაჭრა

ზედა ყლორტების და კვირტების გადაჭრა, რომელიც ტოტების ბოლოებზეა განლაგებულია. ეს აუცილებელია, რომ ბუჩქმა მსხვილი კენკრის შესაქმნელად საკმარისი საკვები და ენერგია მიიღოს. ახალგაზრდა ნერგები, რომელთა სიმაღლეც მინიმუმ 1 მეტრს აღწევს, ზუსტად 15 სმ-ით გადაჭერით. ორმაგ გადაჭრაზე უარი თქვით.

გამოკვება

როცა ტკბილმა ჟოლომ გემო და ზომა შეიცვალა, მივხვდით, რომ საქმე კალიუმის დეფიციტშია. ორგანულ სასუქს უპირატესობას ვანიჭებთ, ამიტომ მაშინვე ხის ნაცარი ავირჩიეთ. ნაცარი კალიუმის შესანიშნავი სასუქია. 100-200 გ ნაცარი 10 ლ წყალში გააზავეთ და თითოეული ბუჩქი მორწყეთ.

ნიშადურის სპირტი კარგი სასუქია, რომელიც მავნებლებისგანაც დაგიცავთ. 10 ლ წყალში 25 მლ საშუალება გააზავეთ. მომდევნო 2 საათში ხსნარი გამოიყენეთ, სხვა შემთხვევაში სპირტი აორთქლდება.

სასუქის ჭარბი რაოდენობა მცენარეზე ცუდად მოქმედებს. მაგალითად, თუ ბუჩქი ბევრ აზოტს იღებს, მთელ ძალას მწვანე მასის ზრდისკენ მიმართავს და არა კენკრის ფორმირებისკენ.

იმის ცოდნით, თუ რატომ არის ჟოლოს კენკრა პატარა, ადვილად იპოვით მეთოდს, რომელიც კარგი ნაყოფიერების აღდგენაში დაგეხმარებათ. ეს რეკომენდაციები დაიცავით და სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.

Advertisement