Connect with us

ჯანმრთელობა

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

გულის დაავადებები კვლავ ყველაზე „წარმატებული“ მკვლელია: მის ანგარიშზეა – მსოფლიოში ყოველი მეოთხე დაავადებულის სიკვდილი. ამასთან ბევრი ქალი თვლის, რომ ინფარქტი და გულის შეტევა „მამაკაცური“ დაავადებებია, ბევრი ექიმი გულის შეტევის სპეციფიკური სიმპტომებს უგულებელყოფს და ქალებში დაავადების დიაგნოზს უფრო გვიან სტადიაზე სვამს, ვიდრე კაცებში. აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

გულის დაავადებები – ეს „ქალური“ დაავადებაა

ყოველდღიურად გულის დაავადებით 28%-ით უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კაცი. ხშირად ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებში ინფარქტი სხვანაირად ვლინდება, ხოლო ექიმები, სამწუხაროდ, ამ სპეციფიკურ სიმპტომებს უგულებელყოფენ და სწორ დიაგნოზს გვიან სვამენ.

გულის დაავადებები უფრო „სასიკვდილოა“, ვიდრე ძუძუს კიბო

იმის მიუხედავად, რომ დღემდე ყველაზე „ქალურ“ სიკვდილის მიზეზად სარძევე ჯირკვლების სიმსივნე ითვლება, სინამდვილეში ინფარქტი და გულის შეტევა 10-ჯერ უფრო ხშირად გვკლავს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკერდის მდგომარეობის რეგულარულად შემოწმება საჭირო არაა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ გულის ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

გულის დაავადებები სწრაფად „ახალგაზრდავდება“

გულის დაავადებების უფრო მეტი რისკის ქვეშ კვლავ არიან ქალები, მენოპაუზის გავლის შემდეგ. თუმცა ჭარბი წონა, გაზრდილი არტერიული წნევა, თამბაქოს მოწევა და სხვა ფაქტორები ინფარქტის და გულის შეტევის რისკს სერიოზულად ზრდის მაშინაც კი, თუ 30 წელი ახლახანს შეგისრულდათ.

თქვენ შეგიძლიათ რისკი შეამციროთ

ყველაფერი, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის და გულის ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესახებ გსმენიათ – სიმართლეა. მაშინა კი, თუ თქვენს საოჯახო ისტორიაში ინფარქტის, გულის შეტევის ან სხვა გულის უსიამოვნების შემთხვევები იყო, საკუთარი რისკის მნიშვნელოვნად შემცირება შეგიძლიათ. წნევა გააკონტროლეთ, მოწევას თავი დაანებეთ, წონას ყურადღება მიაქციეთ, სპორტით რეგულარულად დაკავდით – მოსაწყენი გეჩვენებათ, მაგრამ ეს ნამდვილად მუშაობს.