Connect with us

ყვავილები

4 მიზეზი, რატომ სკდება პომიდორი და როგორ ავიცილოთ თავიდან

გასულ წელს ჩვენს მოყვანილ პომიდორს უბედურება დაემართა: თითქმის ყველა ნაყოფი დამსკდარი აღმოჩნდა! მიზეზი ვერ გავარკვიეთ: თითქოსდა სწორად ვუვლიდით, სასუქს ვაწოდებდით და უხვად ვრწყავდით. მეზობელი დაგვეხმარა და აგვიხსნა, რატომ სკდება პომიდორი.

აღმოჩნდა, რომ ეს კულტურა საკმაოდ პრეტენზიულია. მზიანი, გემრიელი და ლამაზი პომიდვრის გასაზრდელად ცოტა შრომა მოგიწევთ. ეს ნამდვილად ღირს. ახლა ზუსტად ვიცით, რატომ სკდება პომიდორი დამწიფებისას და როგორ ავიცილოთ თავიდან. წელს სანაქებო მოსავალი მივიღეთ!

რატომ სკდება პომიდორი

არასწორი მორწყვა

პომიდვრის სკდომის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. თუ მცენარე წყლის დეფიციტს განიცდის, მორწყვისას უხვად, სწრაფად და ხარბად ეწაფება. პომიდვრის ქერქი ასე სწრაფად გაწელვას უბრალოდ ვერ ასწრებს, ამიტომ ჭარბი სითხის გამო სკდება. განსაკუთრებით ხშირად გვხდება სათბურებში, სადაც მიწა მაღალი ტენიანობის გამო მორწყვის შემდეგ სწრაფად შრება.

შეუფერებელი მიკროკლიმატი

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც პომიდვრის სათბურში გაზრდისას ვაწყდებით. დღის ნორმალური ტემპერატურა, რომელიც პომიდვრის სწორ ზრდას ხელს უწყობს, 22-დან 25 გრადუსამდე მერყეობს. აი, სათბურში, განსაკუთრებით ცხელ დღეებში, ტემპერატურა შეიძლება 40-50 გრადუსი იყოს. რა თქმა უნდა, ასეთ ექსტრემალურ პირობებში ნაყოფის ქერქი მკვრივდება, ხოლო პომიდორი ზრდას წყვეტს. ტემპერატურის დარეგულირების და ზრდის განახლების შემდეგ მკვრივი ქერქი ვერ უძლებს და სკდება.

არასწორი გამოკვება

ნამდვილად, არასწორად შერჩეული სასუქი შეიძლება საზიანო იყოს. პომიდორი აქტიური ზრდის ფაზაში თვეში 2-ჯერ უნდა გამოკვებოთ. ნაყოფის ფორმირებისას აზოტის და ფოსფორის სასუქები გამორიცხეთ, მაგრამ აქცენტი კალიუმზე გააკეთეთ. პომიდორი შეიძლება კონცენტრირებული სასუქის გამო დასკდეს. სწორედ ამიტომ, გაზავება არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებით სათბურის პომიდვრისთვის.

ფოთლების და ნამხარის ზედმეტად მოშორება

ხშირად მეაგარაკეები გვერდითა ყლორტებს და მწვერვალს ჭრიან, როცა საკმარისი რაოდენობის ნაყოფი უკვე ფორმირებულია. ერთი მხრივ, ეს სწორია, რადგან მთელი ძალა ნაყოფის განვითარებას ხმარდება. გამოდის, რომ მცენარე მიღებულ სითხეს მთლიანად პომიდორს აძლევს. ჭარბი სითხის გამო ნაყოფი შეიძლება დასკდეს, ამიტომ არ გადააჭარბოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან პომიდვრის დასკდომა

1. პომიდორი სისტემატურად მორწყეთ: ღრუბლიან ამინდში – კვირაში ერთხელ, ხოლო მზიან დღეებში – 3 დღეში ერთხელ.

2. თუ შეამჩნიეთ, რომ მიწა სწრაფად შრება, მულჩით დაფარეთ. გამოგადგებათ თივა, მოჭრილი ბალახი და სხვა მასალა.

3. ცხელ დღეებში სათბური აუცილებლად გაანიავეთ. ასე მაღალ ტემპერატურას შეამცირებთ.

უმარტივესი მეთოდი პომიდვრის სკდომის თავიდან ასაცილებლად – სწორი სახეობა შეარჩიეთ. მაგალითად, „ფავორიტი“, „ჩვენი მაშა“, „ვასილევნა“ და სხვა.

მეგობრებს და მეზობლებს უამბეთ, თუ რატომ სკდება პომიდორი და როგორ აიცილონ ეს პრობლემა. ეს სასარგებლო რჩევა ნამდვილად გაახარებთ.