Connect with us

საკითხავი

4 მეთოდი, როგორ შეინახოთ ახალი კიტრი, სანამ კონსერვებს მოამზადებთ

Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეინახოთ კიტრი, რომ დიდხანს ახალივით იყოს. ეფექტური მეთოდები გამოგადგებათ, თუ აგარაკზე კიტრის უხვი მოსავალი აიღეთ ან ბაზარში ბევრი ბოსტნეული შეიძინეთ. ასე კიტრი 1 თვე ხრაშუნა დარჩება.

დაიცავით წესები და წვნიანი ბოსტნეულით ისიამოვნეთ. კიტრის ქერქს დააკვირდით. სქელქერქიანი კიტრი უკეთესია, ვიდრე თხელქერქიანი. მნიშვნელოვანია, კიტრის ჯიშის ცოდნაც. სათბურის კიტრი სწრაფად მწიფდება და მაქსიმუმ 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ბოსტნეულს სწორად შეარჩევთ.

როგორ შევინახოთ ახალი კიტრი დიდხანს

მეთოდი 1

კიტრი მაცივარში სპეციალურ ქვედა კამერაში შეინახეთ. მისი ადგილი საერთო უჯრაში არაა. ასე კიტრი 1 კვირა ახალივით იქნება.

მეთოდი 2

უჩვეულო მეთოდია, რომელიც კიტრზე კვერცხის ცილის წასმას გულისხმობს. ასე ბოსტნეულზე დამცავი ფენა წარმოიქმნება, რომელიც სითხის აორთქლებისგან იცავს. გარეცხილ და გამშრალ კიტრს კვერცხის ცილა წაუსვით. რაც უფრო სქელ ფენას გააკეთებთ, მით უფრო დიდხანს შეინახავთ.

მეთოდი 3

ამ შემთხვევაში უბრალო ქაღალდი დაგჭირდებთ. თითოეული კიტრი ქაღალდში ან სალფეთქში გაახვიეთ. შემდეგ პარკში შეგიძლიათ ჩააწყოთ. ახალი კიტრი 2 კვირა არ ფუჭდება. ქაღალდი ზედმეტ სითხეს იწოვს.

მეთოდი 4

ამ მეთოდით კიტრი 1 თვე შეგიძლიათ შეინახოთ და არ გაფუჭდება. რაიმე ჭურჭელში წყალი ჩაასხით და კიტრი ყუნწებით ქვემოთ ჩააწყვეთ. წყალი დღეში ერთხელ გამოცვალეთ. ბოსტნეული დიდხანს ახალივით იქნება. კიტრი დაკარგულ სითხეს ანაზღაურებს იმ სითხით, რომელშიც ინახება.

ზემოთ აღწერილი რომელიმე მეთოდი გამოიყენეთ და ასპროცენტიან შედეგს მიიღებთ. ასე ახალი კიტრი ყოველთვის გექნებათ, რომ საზაფხულო წასახემსებელი მოამზადოთ ან სალათებს დაუმატოთ.

Advertisement