Connect with us

ჯანმრთელობა

4 მეთოდი, როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი აბების გარეშე

ორი დღე კბილის ტკივილი მტანჯავდა, სანამ სტომატოლოგთან მივაღწევდი. ძალიან გაუკვირდა, რომ ტკივილგამაყუჩებელს არ ვსვამდი. აბები ჩემზე ბანგივით მოქმედებს. უფრო ცუდად ვხვდები. გამოცდილმა სტომატოლოგმა მასწავლა, როგორ გავიყუჩო კბილის ტკივილი მედიკამენტების გარეშე.

აღმოჩნდა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში არა მხოლოდ უძილობის და შაკიკის მოშორება, არამედ კბილის ტკივილის გაქრობა შეიძლება. ინფორმაცია მათთვის, ვინც ასპირინს თან არ ატარებს.

როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი სახლში

პროპოლისი. კბილის ტკივილის გასაქრობად თხევად პროპოლისში ან მის სპირტიან ხსნარში გაჟღენთილი მარლა კბილზე დაიდეთ. ასეთი კომპრესი ტკივილის გაყუჩებამდე გაიჩერეთ. საშუალება ანთებას აქრობს და მიკრობებს კლავს. ეფექტური მეთოდია, თუ ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია არ გაქვთ.

მარილი და სოდა. ტკივილის გასაქრობად შემდეგი ნარევი გამოივლეთ: 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 2 ჩ/კ სოდა და ცოტა ზღვის მარილი. ეფექტი მაქსიმუმ 2 საათით ძლებს, ამიტომ დღეში 5-6-ჯერ გაიმეორეთ.

ცივი წყალი ან თბილი ბალახების ნაყენი

ყინულიანი წყალი. უფრო ხანმოკლე მოქმედება აქვს, ვიდრე სოდის ხსნარს – 40 წუთამდე. თუმცა სულ არაფერს სჯობს. ყინულის კუბი კბილთან ახლოს რამდენიმე წუთით დაიჭირეთ (არავითარ შემთხვევაში არ დაადოთ), სანამ ადგილი არ დაბუჟდება.

ბალახების ნახარში. მრავალძარღვას, ასაფეტიდას, სალბის ან გვირილის ნახარში მოამზადეთ. სანამ პირში გამოივლებთ, ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. ბალახების ნახარში გაღიზიანებულ ლორწოვანს ამშვიდებს, ტკივილს აქრობს.

ახლა უკვე იცით, როგორ გაიყუჩოთ ტკბილის ტკივილი ექსტრემალურ სიტუაციაში. და მაინც, როგორც კი, შეძლებთ, სტომატოლოგს აუცილებლად მიმართეთ. ტკივილის გაყუჩება მხოლოდ სიმპტომს აქრობს, თქვენ მიზეზი უნდა აღმოფხვრათ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

Advertisement