კულინარია
4 კვერცხი, 200 გრამი ხაჭო და 120 გრამი შაქარი. ძალიან ნაზი, მსუბუქი და გემრიელი ტორტი თვალსა და ხელს შუა მზადდება
ძალიან მარტივი, გემრიელი, ნაზი ბისკვიტის ტორტი, მომზადებული ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით, კულინარიული ხელოვნების ნამდვილ შედევრად იქცევა და მოხიბლავს როგორც ოჯახის წევრებს, ისე სტუმრებს თავისი უჩვეულო გემოთი.
ინგრედიენტები
- 120 გ ფქვილი
- 4 კვერცხი
- 240 გ შაქარი
- 1/2 ჩ.კ. ვანილინი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- კაკაოს ფხვნილი
- 200 გ ხაჭო(9-15% ცხიმიანობით)
- 250 მლ ნაღები 33%-იანი
მომზადება
- ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ 4 კვერცხი მიქსერით, თანდათან დაუმატეთ 120 გ შაქარი.
- ცალკე ღრმა თასში გაცერით ფქვილი, შეურიეთ გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი, 1/4 ჩ.კ. ვანილინი და მოურიეთ.
- მცირე ულუფებად დაუმატეთ ფქვილის მასას კვერცხის მასა, ფრთხილად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე,
- სწორკუთხა საცხობ ფორმაში, 20-30ზე ზომით, ჩააგეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი ან კარაქი, დაასხით მომზადებული ცომი, თანაბრად გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე.
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და შედგით ნამცხვარი 10 წუთით.
- ახლა კრემი უნდა მოამზადოთ. ამისთვის ღრმა თასში შეურიეთ ხაჭო, 120 გ შაქარი და 1/4 ჩ.კ. ვანილინი. ბლენდერით მიიყვანეთ ერთგვაროვანი მასის კონსისტენციამდე და დარწმუნდით, რომ კენჭები არ აქვს. ნაღები გააცივეთ, ათქვიფეთ მიქსერით გასქელებამდე და დაუმატეთ ხაჭოს მასას.
- მზა ბისკვიტი გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და დაჭერით ორ ნაწილად. ჩამოაჭერით გვერდები,
- ქვედა ფირფიტა დადეთ ლამაზ თეფშზე, წაუსვით კრემის 2/3, თანაბრად გადაანაწილეთ ყველგან, ზემოდან დაადეთ მეორე ფენა და დარჩენილი კრემი გადაანაწილეთ ზედაპირსა და გვერდებზე.
- საცრით მოაყარით ტორტს ზემოდან კაკაოს ფქვილი და შედგით მაცივარში 2 საათით მაინც, კარგად რომ გაჯერდეს კრემით.
გემრიელად მიირთვით!