Connect with us

თავის მოვლა

4 ეფექტური მეთოდი, რომელიც კანში ჩამჯდარ ჭუჭყს დაგავიწყებთ

ბაღსა თუ ბოსტანში მუშაობა სასიამოვნო პროცესია, რომლის შედეგიც, საკუთარი მოსავალი გვახარებს. მუშაობისას ხელები ჭუჭყიანდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელთათმანის გაკეთება დაგავიწყდათ. მიწა და ჭუჭყი კანში იმდენად ჯდება, რომ მოშორება რთულია. საპონიც ვერ უმკლავდება. Alltime.ge გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხალხურ მეთოდებს ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად. შედეგი გაგაოცებთ!

როგორ მოვიშოროთ ჩამჯდარი ჭუჭყი: 4 ეფექტური მეთოდი

ეთერზეთი გამოიყენეთ

ხელის სპეციალური აბაზანა დაგეხმარებათ, რომ ბოსტანში მტანჯველი მუშაობის შემდეგ ხელები სუფთა და მოვლილი გახდეს. 1 ლ თბილ წყალს 5 მლ თხევადი საპონი და 3 მლ ნებისმიერი ეთერზეთი, რომლის სუნიც მოგწონთ, აურიეთ. ხელის აბაზანა 15 წუთით გაიკეთეთ. ეს დრო საკმარისია, რომ კანი დარბილდეს. ჭუჭყიანი ადგილები გაიხეხეთ და თბილი წყლით დაიბანეთ.

ლიმონმჟავის დახმარებით

ხელის კანიდან მიწის კვალის მოშორებას ლიმონმჟავითაც შეძლებთ. ეს უფრო აგრესიული მეთოდია. 1 მუჭა ლიმონმჟავა და ზეითუნის ზეთი აურიეთ. მიღებული ფაფა ჭუჭყიან ხელებზე წაისვით და შეიზილეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

მეთოდი კარტოფილით

ბოსტნეული და ხილიც რთულად ამოსაყვან ჭუჭყს უმკლავდება. გათლილი კარტოფილი მოხარშეთ. ნახარში წყალი სხვა თასში გადაასხით და გაგრილებას დაელოდეთ. როცა ნახარში ოთახის ტემპერატურის გახდება, 15 წუთით ხელის აბაზანა გაიკეთეთ. შემდეგ ჭუჭყიანი ადგილები გაიხეხეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პირსახოცით გაიმშრალეთ.

ვაშლის გამოყენებით

ვაშლი ხელებს სუფთას და მოვლილს გახდის. გარეცხილი ვაშლი წვრილად გახეხეთ. გამოსული წვენი და რბილობი აურიეთ. ვაშლის ქერქიც დაუმატეთ და აურიეთ. პიურე კანზე წაისვით და კარგად შეიზილეთ. ბოლოს წყლით ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.

გახსოვდეთ! ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში პროცედურა კანზე დამატენიანებელი კრემის წასმით დაასრულეთ. ასე კანი რბილი და ნაზი გახდება.

Advertisement