Connect with us

ჯანმრთელობა

4 დილის პროცედურა, რომლითაც თქვენი დღის დაწყება ღირს. ჩვევად აქციეთ

ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, მას რეგულარულად ყურადღება უნდა მიაქციოთ. ბევრი სხვადასხვა პროცედურა არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე ეფექტურია ის, რომელიც დილით, გაღვიძებისთანავე სრულდება. ის მაქსიმუმ 5 წუთს წაგართმევთ და ამასთან ჯანმრთელობას ბევრ სარგებელს მოუტანს.

ამ საქმეში რეგულარობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. შედეგი თვალსაჩინო იქნება, თუ ამ რეკომენდაციებს ყოველდღე შეასრულებთ. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ ცოტა ხანში ეს ქცევა ჩვევაში გადაიზრდება. პროცედურის ჩასატარებლად თქვენ დაგჭირდებათ: ლიმონი, წყალი, თაფლი, ასევე წყალბადის ზეჟანგი

დილის პროცედურები

1. ენის გაწმენდა

დილით კბილებს ყველა ვიწმენდთ, მაგრამ ენის გაწმენდა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ პროცედურის მნიშვნელობის შესახებ ჯერ კიდევ ძველ დროში იცოდნენ. პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაში ენის გაწმენდის ჩართვას ავიცენიც დაჟინებით გვირჩევდა. პროცედურა შეგიძლიათ კბილის ჯაგრისით ჩაიტაროთ ან სპეციალური საფხეკი გამოიყენოთ.

რატომ უნდა გაიწმინდოთ ენა?

  1. მოიშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება კუჭში მოხვდნენ და სხვადასხვა უსიამოვნება გამოიწვიონ.
  2. ენაზე არსებული ბაქტერიები პირის ღრუს უსიამოვნო სუნის, ასევე პირის ღრუს დაავადებების ხშირი მიზეზია.

2. ჭიქა ცხელი წყალი

ბევრმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილის შემდეგ წყლის ბალანსის აღდგენა. აუდუღარი, გაფილტრული წყალი გააცხელეთ. დააკვირდით, რომ არ ადუღდეს. 1 ჭიქა ცხელი წყალი დაისხით და ლიმონის ნაჭერი ან ლიმონის წვენი დაუმატეთ. მცირე ყლუპებით ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

რით არის სასარგებლო ასეთი უბრალო სასმელი?

  1. წყალი საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებს. ორგანიზმს საკვების მიღებისთვის ამზადებს.
  2. ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და გახდომას ხელს უწყობს.
  3. ღვიძლს წმენდს.
  4. ლიმონის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს (კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა), ასევე B და C ჯგუფის ვიტამინებს.

3. თაფლი ჭამის წინ

საუზმის მიღებამდე 10 წუთით ადრე 1 ჩ/კ თაფლი შეჭამეთ და წყალი დააყოლეთ. თაფლი ნატურალური და ახალი უნდა იყოს.

რატომ უნდა ჭამოთ 1 კოვზი თაფლი დილით?

  1. თაფლი ვიტამინების და მიკროელემენტების წყაროა. მასში შედის დიდი რაოდენობით ფრუქტოზა და გლუკოზა, რომლებიც ორგანიზმს ენერგიით ავსებენ, ტვინის მოქმედების გაუმჯობესებას და შრომისუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობენ.
  2. იმუნიტეტს ზრდის.
  3. ამ საშუალებას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ორგანიზმს სიბერესთან ბრძოლაში ეხმარება.

4. პირის ღრუს გამოვლება წყალბადის ზეჟანგის ხსნარით

საუზმის მიღების შემდეგ პირის ღრუში წყლის და წყალბადის ზეჟანგის ხსნარი გამოივლეთ. 3%–იანი ხსნარის 5-7 წვეთი 50 მგრ სუფთა, აუდუღარ წყალს დაუმატეთ.

რატომ უნდა გამოივლოთ პირის ღრუში ასეთი ხსნარი?

  1. კარიესის, კბილის დაავადების და ღრძილის დაავადების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
  2. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი ქრება.
  3. კბილების მსუბუქი მათეთრებელია.

ყოველ დილით ასეთი პროცედურების ჩატარებით თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება. თუ რჩევები მოგეწონათ და ამ საშუალებებზე ალერგია არ გაქვთ, გირჩევთ ხვალვე დაიწყოთ! სასარგებლო რეკომენდაციები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.