Connect with us

ჯანმრთელობა

4 დეტოქს ნაყენი ღვიძლის ღრმად გასაწმენდად და მისი უჯრედების აღსადგენად

ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი ორგანოა. ის ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებზე არის პასუხისმგებელი, როგორიცაა სისხლის ფილტრაცია, ტოქსინების გამოდევნა, ცილების წარმოება და შენახვა.

იმის მიუხედავად, რომ ღვიძლს თვითწმენდის უნარი აქვს (ჩვეულებრივ ამას აკეთებს მაშინც, როცა ჩვენ გვძინავს და სასიცოცხლო ფუნქციები შენელებულია), ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა არასწორი კვება, სტრესი ან მავნე ჩვევები, შეიძლება სწორად წმენდის ფუნქცია დარღვეული ჰქონდეს. ამ დროს ორგანოს ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ ტოქსინების დაგროვება და დაავადების განვითარება თავიდან ავიცილოთ.

დღეს 4 ნაყენს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ღრმად გაწმენდას სახლის პირობებში შეძლებთ.

1. სატაცურის ნაყენი

სატაცური თირკმლის გაწმენდის შესანიშნავი უნარით ცნობილია. ეს თვისება კი ღვიძლზეც მოქმედებს. გარდა იმისა, რომ შარდიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს, სატაცურის ნაყენი ალკოჰოლის დაშლას ხელს უწყობს და ღვიძლში ფერმენტების აქტივობას აუმჯობესებს.

როგორ მოვამზადოთ?

რამდენიმე ჭიქა წყალი და 1 მუჭა კარგად გარეცხილი მწვანე სატაცური 5 წუთით მოხარშეთ. გაგრილება აცადეთ, 1 პაკეტი გვირილა დაუმატეთ, რომ გემო გააუმჯობესოთ. გადაწურეთ, შემდეგ დაატკბეთ. ცარიელ კუჭზე დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.

2. ბაყაყურას და პიტნის ნაყენი

ბაყაყურას და პიტნის ნაყენი გაწმენდის გარდა, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციების აღდგენაში დაგეხმარებათ. ის ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული მცენარეა ღვიძლის კარგი ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

როგორ მოვამზადოთ?

1 ჩ/კ ბაყაყურა 500 მლ წყალში რამდენიმე წუთით ხარშეთ. გაგრილება აცადეთ, 1 პაკეტი პიტნა დაუმატეთ, რომ გემო გააუმჯობესოთ. გადაწურეთ და ცოტა თაფლით დაატკბეთ. დღეში 2 ჭიქა როგორც მინიმუმ 1 სრული თვის განმავლობაში დალიეთ.

3. ბაბუაწვერას ნაყენი

ნაყენი სისხლიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. ასევე ნაყენს შესანიშნავი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, რომლებიც უამრავი პრობლემის სამკურნალოდ ძალიან სასარგებლოა.

როგორ მოვამზადოთ?

1 მუჭა ბაბუაწვერას ფესვები 1 ლ წყალში მოხარშეთ. გაგრილება აცადეთ, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ. დღეში 3-ჯერ მინიმუმ 2 კვირა დალიეთ. თქვენ შეგიძლიათ ცოტა პიტნა ან გვირილა დაუმატოთ, რომ მას მეტი არომატი შემატოთ. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა გამწმენდი ნაყენით შეავსოთ.

4. გვირილას და მანგოლდის ნაყენი

მანგოლდი (წითელი მხალი) ანტიოქსიდანტების, A და C ვიტამინების, ასევე რკინის, მაგნიუმის და კალციუმის მაღალი შემცველობის წყალობით ერთ-ერთ გამწმენდი პროდუქტია, რომელიც თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ წითელ მხალს მოხარშული სახით ჭამთ, შეგიძლიათ მისი წყალი ღვიძლის და თირკმლების გასაწმენდად გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ?

წითელი მხალი მოამზადეთ, მდუღარე წყალი დაასხით და მცირე პაკეტი გვირილა დაუმატეთ. რამდენიმე წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ. შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა გამწმენდ საშუალებასთან კომბინაციაში გამოიყენოთ.