Connect with us

საკითხავი

4 წლის ბავშვები ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და მუშაობენ, რომ თქვენ ბატარეებით სარგებლობა შეძლოთ

აფრიკის სამხრეთ ნაწილში იაფი კობალტის მოპოვების ადგილი არსებობს. კობალტი ლითიუმ-იონის ბატარეის შესაქმნელად აუცილებელია. მათ ისეთი კომპანიების სმარტფონებში, ნოუთბუქებსა და ელექტრო მანქანებში იყენებენ, როგორიცაა Apple, Samsung და წამყვანი ავტომწარმოებლები.

მაიამბა სიდიკი მაღაროელია, რომელიც ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს საბადოზე ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში კობალტს აწარმოებს. მან ამ გლობალური მიწოდების ქსელში მისი როლის შესახებ არაფერი იცის.

როგორც კი მზე ამოდის, ის თავის ნიჩაბს და ჩაქუჩს იღებს, რომელიც იმ ოთახის კუთხეში დევს, სადაც ცოლთან და ბავშვთან ერთად ცხოვრობს. შემდეგ პერანგს და მტვრიან ქურთუკს იცვამს. დღეს მთელი დღე და ღამე მაღაროში მუშაობას გეგმავს.

ღამე მიწისქვეშა გვირაბში დაიძინებს. არანაირი სამრეწველო ხელსაწყო ან თავის დასაცავი ჩაფხუტი გათვალისწინებული არაა.

მაღაროს კედლების ჩამონგრევა მისი სამუშაოს მუდმივი და საბედისწერო რისკია.

მუშები, მათ შორის 4 წლის ბავშვები, მძიმე და სახიფათო პირობებში მუშაობენ.

დაანგარიშებით, კონგოში დაახლოებით 100 ათასი მაღაროელი ათობით მეტრის სიღრმეში მაღაროს თხრიან და ამას პრაქტიკულად საჭირო უსაფრთხოების ზომების გარეშე აკეთებენ.

მუშების დაზიანება და სიკვდილი აქ – ჩვეულებრივი საქმეა. ტოქსიკური მოწამვლის გარდა ადამიანებს სუნთქვის პრობლემები და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა უვითარდებათ.

მაღაროებიდან კობალტი მხოლოდ ერთადერთ კომპანიაში ხვდება – ჩინური კომპანია Congo DongFang International Mining, რომელიც ბატარეებს აწარმოებს ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, iPhone.

იმის მიუხედავად, რომ ახლა ბევრი კომპანია ფიქრობს იმ ფასზე, რითაც კობალტის მოპოვება ხდება, ხოლო ზოგიერთი კონგოდან მარაგის შევსებაზე უარს აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ამ მინერალის მსოფლიო მარაგის 60%-ია კონცენტრირებული.

რამდენი კობალტია საჭირო მოწყობილობისთვის? სმარტფონში 5-10 გრ, ნოუთბუქში – 30 გრ, ხოლო ელექტრომანქანაში 5-დან 10 კგ-მდე კობალტი გამოიყენება!

ლითიუმ-იონური ბატარეა ისეთი ტოქსიკური არაა, როგორც ძველი ტექნოლოგიები. მის გარეშე სმარტფონის ჯიბეში ჩადებას ვერ შეძლებდით, ხოლო ნოუთბუქი მაგიდაზე ვერ დაეტეოდა. ელექტრომანქანები კი ნაკლებად პრაქტიკული გახდებოდა.

თუმცა ყველა ამ ფუფუნებისთვის თქვენ განსაკუთრებული ფასის გადახდა მოგიწევთ: მაღაროებში ბავშვები მუშაობენ. მაღაროებში ადამიანები იღუპებიან. მაღაროები გარემოს აბინძურებენ.

სახელმწიფო ძალიან ღარიბია, რომ გარკვეული ზომები მიიღოს. კომპანიები კი კონგოში მუშაობას თავიდან იცილებენ – მსოფლიოს სჭირდება ის, რაც არის ქვეყანაში…

არავინ გეტყვით, თუ რამდენი ბავშვია დასაქმებული კონგოს სამთო ინდუსტრიაში. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 40 ათასი იყო. 2007 წელს ერთმა ამერიკულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ ადგილას 4 ათასი ბავშვი მუშაობდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრას რთულად მიიჩნევს. ისინი ამტკიცებენ, რომ მაღაროებისგან ბავშვების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აქ სკოლაც კი არაა, რომ ისინი რაღაც სხვა რამით დააკავონ.