Connect with us

თავის მოვლა

4 საშუალება კოსმეტიკის ალერგიისგან თავის დასაცავად

რა გავაკეთოთ თუ კოსმეტიკაზე ალერგიული რეაქცია ხშირად გვიჩნდება და არ ვიცით კონკრეტულად რა გვაძლევს ალერგიას?

ადრე თუ გვიან, ყოველ ჩვენგანს უწევს ისეთი კოსმეტიკის შეძენა რომელიც ალერგიას იწვევს. ყველაზე გავრცელებული კი ტუში და ტუჩის ფანქარია, რომელიც გაღიზიანებას, გაწითლებას და ცრემლიანობას იწვევს. რა თქმა უნდა ამ პროდუქტს ვიშორებთ, მაგრამ რა ვქნათ თუ ალერგიული რეაქცია ძალიან ხშირად გვიჩნდება? არსებობს გარკვეული მეთოდები რომლებიც გარკვეული გაღიზიანებისგან თავის დაღწევაში დაგვეხმარება.

აი რამდენიმე რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი დაუფიქრებელი შენაძენის არასასურველ შედეგებისგან.

1. ბრენდი

თქვენს კოსმეტიკაში, შეძლებისდაგვარად 1 ბრენდის პროდუქტი უნდა ფიგურირებდეს, მაქსიმუმ 3. სასურველია გამოიყენოთ ორგანული კოსმეტიკა, რომლებსაც ცხოველებზე არ ტესტავენ, რადგან მათში ნაკლები ქიმიური ელემენტებია, რომლებმაც შეიძლება რეაქცია გამოიწვიონ.

2. სუნი

თუ კარგი სუნის მქონე კრემი გაქვთ, რომელიც სუნის გამო შეიძინეთ – მოიშორეთ, რადგან რაც უფრო მკვეთრად გამოხატულია არომატი, მით უფრო დიდია ქიმიკატების შემცველობა, რომლებიც რა თქმა უნდა ალერგიულ რეაქციამდე მიგიყვანთ.

3. აუცილებლობა

განსაზღვრეთ თუ რის გარეშე ვერ გაძლებთ, მაგალითად: ტუში, წარბების გელი,ღამის კრემი, ბიბი კრემი და ა.შ. დანარჩენი კი თქვენი ფულის არარაციონალური ხარჯვაა. აუცილებელია დამატენიანებელი? – ქოქოსის ზეთი. სუპერსაშუალება აკნეს წინააღმდეგ? – ჩაის ხის ზეთი. ნაოჭების საწინააღმდეგოდ ლიმონის ზეთი გამოგადგებათ, ხოლო ფორთოხლის ეთერზეთი თქვენს კანს ბზინვარებას შეჰმატებს და ტონსაც გაასწორებს.

4. დაბანა

აუცილებლად დაიბანეთ პირი დღეში ორჯერ: დილით ზედმეტი ცხიმისა და ღამის კრემის ნარჩენების მოსაბანად და საღამოს, რათა მთელი დღის განმავლობაში, ფორებში დაგროვილი ჭუჭყი ჩამოირეცხოს.

თუ კოსმეტიკის ალერგია არ გაგივლით, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ: ნებისმიერი ალერგიული რეაქცია ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას და იმას თუ როგორ უვლით თავს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.