Connect with us

საკითხავი

4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს კამათი და ტირილი არ შეიძლება

დეკემბერში მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია. დღეს ყურადღებას გავამახვილებთ დღესასწაულზე, რომელსაც 4 დეკემბერს პატივს მიაგებენ. საქმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ეხება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა არის ეს დღესასწაული და რატომ არის მნიშვნელოვანი. ასევე როგორ უნდა გაატაროთ სწორად და რა ნიშნები არსებობს ამ დღეზე.

საეკლესიო დღესასწაულები დეკემბერში

რატომ მიიღო ამ დღესასწაულმა ასეთი სახელი? ნუთუ იყო რაღაც უჩვეულო იმაში, თუ როგორ მივიდა ღვთისმშობელი ტაძარში? დიახ, უდავოდ. პირველ რიგში, ცოტა რამ ისტორიაზე. ქალწული მარიამის მშობლები, ანა და იოაკიმე, შვილების ყოლას დიდხანს ვერ ახერხებდნენ. ისინი ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ, მაგრამ უფალმა ბავშვი არ აჩუქა. წყვილი რწმენას არ კარგავდა და პირობა დადეს, რომ თუ უფალი მათ ლოცვებს შეისმენდა, შვილს ღვთის მსახურებაში მისცემდნენ.

და უფალმა შეისმინა. იოაკიმეს და ანას ქალიშვილი მარიამი შეეძინათ. მათ პირობა შეასრულეს, როგორც ზეციურ სამებას შეჰპირდნენ. მშობლებმა სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მღვდელმთავარ ზაქარიასთან მიიყვანეს. უფლის ბრძანებით, სასულიერო პირმა გოგონას არა მხოლოდ ტაძარი აჩვენა, არამედ წმინდათა წმინდაში შესვლის უფლებაც მისცა. იქ, სადაც მღვდელმთავრის გარდა სხვას არავის შეეძლო შესვლა და ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ. ეს უბრალოდ გაუგონარი იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მარიამისთვის.

გოგონამ ეკლესიაში 14 წელი იცხოვრა. ლოცულობდა და წმინდა წერილებს სწავლობდა. შემდეგ მარიამს დანიშვნა და ეკლესიის დატოვებდა უწევდა, მაგრამ ამის გაკეთება არ ისურვა. სასულიერო პირებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და დახმარებისთვის ანგელოზებს მიმართეს. ასე გადაწყდა კაცების შეკრება, რომ უფალს თავისი ნიშნით მარიამის მეუღლეზე მიენიშნებინა. ეს იოსები აღმოჩნდა. გოგონა ყოვლისშემძლეს ნებას დაემორჩილა, იოსების ცოლი გახდა და მასთან ერთად ნაზარეთში გაემგზავრა.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება: როგორ გავატაროთ ეს დღე

დიდი ალბათობით, მორწმუნეები ამ დღესასწაულს ეკლესიაში შეხვდებიან. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს შვილებისთვის ლოცულობენ. მათ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას სთხოვენ. უშვილო წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. სასწაულის იმედზე არიან, რომელიც უფალმა ანასა და იოაკიმისთვის მოახდინა. უფალს შვილის ყოლას სთხოვენ.

ამ დღეს ნებისმიერ საქმეზე უარი თქვით. ხელსაქმე, კერვა, დალაგება და რეცხვა გადადეთ. ეს ამოცანები სხვა დღეს შეასრულეთ. შესაძლებლობის მიხედვით ამ დღეს კეთილი საქმეები გააკეთეთ. მაგალითად, ობლებს ან საავადმყოფოში მყოფი პატარებს დაეხმარეთ.

ნიშნები და ხალხური ცრურწმენები

დღესასწაული რაღაცის დასაწყისად ითვლება. ადრე მას ზამთრის პერიოდის დასაწყისად მიიჩნევდნენ. სჯეროდათ, რომ 4 დეკემბრამდე მოსული თოვლი აუცილებლად გადნებოდა. ხოლო 4 დეკემბრის შემდეგ მოსული თოვლი მკაცრი ზამთრის ნიშანი იყო. თუ 4 დეკემბერს ყინვა იქნებოდა, ყველა ზამთრის დღესასწაული ცივი იქნებოდა.

4 დეკემბრის შემდეგ ამინდს დააკვირდით. თუ ძლიერი ყინვები დაიწყო, თოვლი მოვიდა და აცივდა, მომავალ წელს კარგ მოსავალს ელოდეთ. თუ 4 დეკემბრის შემდეგ თბილი ამინდია, ზამთარიც ასეთი იქნება.

Advertisement