Connect with us

ჯანმრთელობა

3 ყოველდღიური სასმელი ჰორმონების დასარეგულირებლად

ასაკში, ქალბატონებს ხშირად აწუხებთ ჰორმონალური ცვლილებები ან დაავადებები, რომლებიც ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 3 სასმელს ჰორმონების დასარეგულირებლად. ისინი არამხოლოდ დაგეხმარებათ ენდოკრინული სისტემის ნორმალიზებაში, არამედ თავს გვაგრძნობინებს ახალგაზრდად და ფხიზლად.

რეცეპტი №1: ლიმონიანი წყალი

ამ წვენს ადამიანები უზმოზე გასახდომად სვამენ, რათა კუჭის წვენი გააზავონ და დღის პირველ ნახევარში სწრაფად იმოქმედოს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ აღნიშნული სასმელი იდეალურად არეგულირებს ჰორმონებს ქალის ორგანიზმში. საუბარია ე.წ. “ჰორმონულ დანაყრებაზე” – ლეპტინზე. თუ აღნიშნული ჰორმონის ფუნქცია ირღვევა, ადამიანს ეწყება ძლიერი შიმშილის შეგრძნება, რაც ცხიმების დაგროვებას იწვევს.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, დიეტოლოგები და ექიმი-ენდოკრინოლოგები გვირჩევენ ამ მარტივი სასმლის მიღებას: 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წყალი და მიირთვით დილით ან საღამოს, ძილის წინ.ქ

რეცეპტი №2: ჟოლოს ფოთლების ჩაი

ჟოლოს ფოთლების ჩაი არეგულირებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. სულ რამდენიმე ფინჯანი ჩაი დღეში არეგულირებს ქალის ჯორმონალურ ფონს, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას ბავშვის ჩასასახავად, ასევე, კურნავს ზოგიერთ დაავადებას გინეკოლოგიურ და უროლოგიურ ნაწილში.

ჟოლოს ფოთლები აძლიერებს საშვილოსნოს კედლებს, ამსუბუქებს მენსტრუაციის, კლიმაქსისა და კლიმაქსამდელ მდგომარეობას. ასევე, ამ ჩაის აკუშერები და ექიმები ურჩევენ გოგონებს მშობიარობის წინ ან შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც საკეისრო კვეთა გაუკეთდა.

დაასხით 1 კოვზ ჟოლოს მშრალ ფოთლებს 200 მგ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთით. მიირთვით ჩაი დღის განმავლობაში, ოღონდ არა ძილის წინ – იგი ხელს უშლის ნორმალურ ძილს და კოფეინის მსგავსი მოქმედება აქვს.

რეცეპტი №3: რძე და კურკუმა

აღმოსავლეთსა და აზიაში მას “ოქროსფერ რძეს” უწოდებენ სასმლის სპეციფიკური ფერის გამო. ასეთი სასმეი არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, აძლიერებს დაქვეითებულ იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, კურნავს გაციებასა და ვირუსულ დაავადებებს. ასევე, იგი არეგულირებს ძილს, ებრძვის ნერვოზს, დეპრესიასა და სტრესულ მდგომარეობას.

მოსამზადებლად შეურიეთ 200 მლ მდუღარე რძე(1 ულუფა) 1/2 ჩ.კ. ნატურალურ კურკუმას და მიირთვით ნებისმიერ დროს. ღამით იგი ამშვიდებს, ადუნებს, გჩუქნით სიმშვიდისა და კმაყოფილების შეგრძნებას. გარდა ამისა, მოცემული სასმელი ანაყრებს კიდევაც, ამიტომ მისი მიღება დიეტის დროსაც შეგიძლიათ სამხრის დროს.