Connect with us

თავის მოვლა

3 საშუალება სახიდან თმის მოსაცილებლად სახლის პირობებში

ქალების უმეტესობას თმა სახეზეც ეზრდება. ძირითადად შეუმჩნევლად მაგრამ, თუ თმა ბევრია და შესამჩნევიც არის მაშინ აუცილებელია მათი მოშორება. დღესდღეობით თმის მოშორების ბევრი ხერხი არსებობს, თუმცა ამ მეთოდების ნაწილი აგრესიულია სახის კანისთვის და უარყოფით ეფექტებს იწვევს.

შინაურული გადაწყვეტა სახიდან თმის მოსაცილებლად

საბედნიეროდ არსებობს ბევრი მეთოდი, რომელთა მომზადებაც ნატურალური ინგრედიენტებით ხდება, ისინი თმას ათხელებენ და აიოლებენ თმის მოცილებას. მართალია ეს მეთოდები თმას ბოლომდე არ მოგაცილებენ, მაგრამ შეამცირებენ მათ რაოდენობას და უაყოფითი რეაქციებისგან დაგიცავენ.

1. ჩაის ხის ზეთი და ლავანდის ზეთი

ჩაის ხისა და ლავანდის ზეთი მსუბუქი ანტიანდროგენული თვისებებით გამოირჩევიან, რომლებიც ადგილობრივი დატანისას არასასურველი თმის რაოდენობას ამცირებს. ის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა პატარა თმებისთვის, რომლებიც გამოსაჩენ ადგილებში იზრდება. მაგალითად, როგორიცაა კისერი, ფეხები ან ხელები.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი ლავანდის ზეთი (5 მილიგრამი)
  • 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 1 ნაჭერი ბამბა

მოზადება:

აურიეთ ორი ინგრედიენტი სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

გამოყენების რეჟიმი:

ჩააწეთ ბამბა ზეთში და წაისვით თმიან ადგილას. ეს დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიმეორეთ, რათა შედეგები მოკლე ვადებში მიიღოთ.

2. გარგარისა და თაფლის სკრაბი

ეს გარგარის და თაფლის სკრაბი თმებს უფრო გაათხელებს და მათი მოცილება იოლი გახდება. მისი წყალობით მკვდარი უჯრედებიც მოგცილდებათ და მუქ ლაქებსც გაიღიავებთ.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა გარგარი (87 გრამი)
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (25 გრამი)

მომზადება:

დაჭყლიტეთ გარგარი და აურიეთ 1 კოვზ თაფლთან, რათა პასტა მიიღოთ.

გამოყენების რეჟიმი:

დაიდეთ საშუალება სახეზე არსებულ თმებზე და 10 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ადგილი თითებით გაიწმინდეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.

3. ნატურალური შაქარი და ლიმონის წვენი

ნატურალური შაქარი და ლიმონის ცვილი ტრადიციული სადეპილაციო ცვილის მსგავსად გამოიყენება. მაგრამ, დიდი სხვაობა იმაშია, რომ ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალურია და კანზე უფრო რბილად მოქმედებს.

მისი გამოყენება სხეულის ყველა მონაკვეთზე შეიძლება, მათ შორის სახეზეც.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შაქარი (200 გრამი)
  • 1 ლიმონი
  • სიმინდის ფქვილი
  • 1/4 ჭიქა წყალი
  • 1 ნაჭერი ბამბის ნაჭერი

მომზადება:

ჩაასხით ყველა ინგრედიენტი ქვაბში – გარდა ფქვილისა.
აიღეთ და დადგით საშუალო ცხეცხლზე და ხშირად ურიეთ, სანამ ბუშტუკებიან და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ, სანამ არ შეგრილდება, მაგრამ, არ გააციოთ.

გამოყენების რეცეფტი:

დაიდეთ სიმინდის ფქვილი სახეზე არსებულ თმაზე, გამოიყენეთ სუფთა თითი რათა ტემტერატურა შეამოწმოთ და დარწმუნდით, რომ ტემპერატურა თქვენთვის ასატანია.

დაიდეთ თხელი და თანაბარი ფენა თმის ზრდის მიმართულებით და ზემოდან ბამბის ქსოვილი დააფინეთ, თითებით მოასწორეთ ნაჭერი და რამდენიმე წამით გააჩერეთ, სანამ არ გაცივდება რათა კარგად მიეკრას.

ზუსტად ორი წუთის მერე ნაჭრის ერთი ბოლო დაიჭირეთ და საწინააღმდეგო მიმართულებით გაქაჩეთ. ეს შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ საჭიროებისამებრ ეს პროცედურა ორჯერ ან სამჯერ უნდა გაიმეოროთ.

არავითარ შემთხვევაში არ მოხვდეთ მზის სხივების ქვეშ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.