Connect with us

ჯანმრთელობა

3 ძალიან მაგარი რეცეპტი ხველის და სურდოს სამკურნალოდ

დღეს მინდა გიამბობთ, თუ როგორ მოვიშორე სურდო და ხველა „ხალხური მეთოდების“ დახმარებით. ეს 2 მეთოდი წლების მიერ გამოცდილი, მარტივი და ბიუჟეტურია. როგორც მინიმუმ, მე ნამდვილად დამეხმარა.

რეცეპტი 1

თუ ხველამ შემაწუხა კარტოფილს ვთლი, ნათალს ცალკე ქვაბში ვხარშავ და კარტოფილს მეორე ქვაბში. გასუფთავებული კარტოფილი შეწვით ან მოთუშეთ, ეს ჩემი რეცეპტის ნაწილი არაა.

შეგიძლიათ კარტოფილი მთლიანად მოხარშოთ. მაშინ გამოყენებამდე გაასუფთავეთ. ფანატიზმის გარეშე, გაგრილება არ აცადოთ.

მოხარშული, ცხელი ნათალი მაგიდაზე დადეთ და დაჯექით. ზემოდან პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლის ღრმად სუნთქვა დაიწყეთ. რომ არ დაიწვათ, ქვაბთან ძალიან ახლოს არ დაიხაროთ და ამასთან სიცხე ასატანი უნდა იყოს. ბავშვებიც ახლოს დაისვით და პირიდან და ცხვირიდან აქტიურად ისუნთქეთ.

რამდენიმე საღამოში ხველა ანტიბიოტიკების და სხვა დამატებითი მედიკამენტების გამოყენების გარეშე გაქრება. აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ხველის დროს ასე მკურნალობდნენ, მეც ჩემს ბავშვებს ასე ვმკურნალობ. სურდოს დროს მაქსიმუმ ხველის საწინააღმდეგო ბალახებზე დაფუძნებულ აბებს და ბავშვებისთვის „მუკალტინს“ ვყიდულობ. ორთქლით სუნთქვის პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან 10 წუთამდეა.

რეცეპტი 2

ევკალიპტის ფოთლებს ვიღებ და ორთქლით ვაცხელებ. 20 წუთით ვაყენებ და როგორც კარტოფილის შემთხვევაში ორთქლით სუნთქვას ვიწყებ. აქ უკუჩვენება არსებობს, ამიტომ მათ წინასწარ გაეცანით. ინჰალატორის გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხოა.

ევკალიპტი შეგიძლიათ სახლშიც გაზარდოთ, ხოლო თესლის შეძენას ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში შეძლებთ.

ორივე რეცეპტი შეგიძლიათ მონაცვლეობით ხველის და სურდოს პირველი სიმპტომების დროს გამოიყენოთ. კარტოფილის ორთქლი ნებისმიერ სტადიაზე ეფექტს იძლევა და სუნთქვას ამარტივებს.

როგორ მოვიშორე სურდო

აი, ჩემი რეცეპტი: ყველასთვის ნაცნობ „ვარსკვლავის“ ბალზმას ვიღებ. მალამო ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს, ამიტომ სრულად ნატურალურად ითვლება. მისი დახმარებით სურდოს 2 დღეში ვიშორებ.

ყურადღება, მალამოს ქილა მხოლოდ მრგვალია! ისეთი, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ბალზამს ფეხის თითებზე, თითის ბალიშებზე და ტერფზე T ასოს ფორმით ვისვამ, არ ვიზელ.

შემდეგ უბრალო წინდას ვიცვამ და ვწვები. სჯობს საშუალება ღამით გამოიყენოთ. მერწმუნეთ, ღამე გაჭედილი ცხვირის გამო არ გაიღვიძებთ. როგორც კი ფეხები გახურდება, ეფექტი იმოქმედებს, ამიტომ წინდების ჩაცმა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის აუცილებელია.

ამ მეთოდს ბავშვობიდან იყენებენ, მაგრამ ცხვირზე, ძგიდეზე და ა.შ. მისი წასმა არ ღირს. მხოლოდ ფეხებზე. ასე უსაფრთხოა  და სურდოს რამდენიმე დღეში მუდმივად ცხვირსახოცის ტარების ან ღამით რამდენჯერმე გაღვიძების აუცილებლობის გარეშე მოიშორებთ.

ამ სამი მეთოდის კომპლექსური გამოყენება სურდოს და ხველას სწრაფად მიქრობს და სამსახურში გასვლას სწრაფად ვახერხებ.