ვიდეო
3 შინაურული საშუალება გაყვითლებული ფრჩხილების სამკურნალოდ
ჯანმრთელ ფრჩხილებს ჯანსაღი ფერი და გლუვი ზედაპირი აქვთ ლაქების და ბრაზების გარეშე. აი, გაყვითლებული ფრჩხილები კი ჯანმრთელობის პრობლემებზე, ინფექციებზე ან მავნე ჩვევებზე (მაგალითად, თამბაქოს მოწევა) მიგითითებთ.
უფრო რბილ შემთხვევაში, ეს შეიძლება დაბერების ბუნებრივი პროცესის მაჩვენებელი ან დაუმუშავებული ემალის ნარჩენების დაგროვების ნიშანი იყოს. ამ მიზეზებს გვერდი რომ აუაროთ, ფერის ცვლილება ფრჩხილებს უშნოს და ავადმყოფურს ხდის.
აი, 3 შინაურული საშუალება, რომლებიც გაყვითლებული ფრჩხილების განკურნებაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, ფრჩხილს ფერი საღებავების ან უხეში პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება შეუცვალოს. ამ დროს მათი ბუნებრივი ზრდა ღია და ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად საკმარისი იქნება. თუმცა, თუ ფრჩხილები მაინც ყვითლდება, სხვა მკურნალობის მეთოდის გამოყენება დაგჭირდებათ.
მეორეც, ფრჩხილების გაყვითლების სხვა მიზეზებიც არსებობს, როგორიცაა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი. ამ შემთხვევაში, სჯობს ექიმს მიმართოთ. ფრჩხილების გაყვითლება შეიძლება სოკოს ინფექციით იყოს გამოწვეული. ამ ინფექციას კი შეგიძლიათ რამდენიმე შინაურული საშუალებით ებრძოლოთ.
1. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ეთერზეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება გაყვითლებული ფრჩხილების სამკურნალოდ. რამდენიმე კვლევის თანახმად, ეს პროდუქტი ფრჩხილის სოკოს ზრდის შემაფერხებელ თვისებებს ფლობს.
ინგრედიენტები:
- 3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 1 ჩ/კ (5 გრ) ქოქოსის ზეთი
მომზადება:
პირველ რიგში, ჩაის ხის ზეთი 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთს აურიეთ.
გამოყენების რეჟიმი:
მიღებული ნარევი დაზიანებულ ფრჩხილზე მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ. დარწმუნდით, რომ პროდუქტის კარგად შეწოვა მოხდა. არ ჩამოიბანოთ და მოქმედება აცადეთ. ყოველდღე, დღეში 2-ჯერ გამოიყენეთ.
2. თავშავას ზეთი
თავშავას ეთერზეთის ყოველდღიური გამოყენებით ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით გამოწვეული სიყვითლის შემცირებას შეძლებთ. ამასთან კვლევამ აჩვენა, რომ მისი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისება ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მოშორებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
- 5 წვეთი თავშავას ეთერზეთი
- 1 ჩ/კ (5 გრ) ზეითუნის ზეთი
მომზადება:
თავშავას ეთერზეთი ზეითუნის ზეთს აურიეთ.
გამოყენების რეჟიმი:
მიღებული ნარევი პრობლემურ ფრჩხილებზე შეიზილეთ. სურვილის შემთხვევაში, ნარევის წასასმელად სუფთა ფუნჯი გამოიყენეთ. ყოველ ღამეს, ძილის წინ აუცილებლად გამოიყენეთ, რომ კარგი შედეგები მიიღოთ.
3. E ვიტამინი
E ვიტამინის გარე გამოყენებას კანის ჯანმრთელობისთვის საინტერესო უპირატესობა გააჩნია. ეს ინგრედიენტი ბევრი კოსმეტიკური პროდუქტის ნაწილს წარმოადგენს. E ვიტამინი გაყვითლებული ფრჩხილების სამკურნალოდ ეფექტურია.
ფერის გაღიავებასთან ერთად, E ვიტამინი ბზარებს და ლაქებს ამცირებს. E ვიტამინი განსაკუთრებით ძლიერი ანტიოქსიდანტია და კუტიკულას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
- 1 კაფსულა E ვიტამინი
- 1 ჩ/კ (5 გრ) ქოქოსის ზეთი
მომზადება:
E ვიტამინი შეგიძლიათ კაფსულის ან ზეთის სახით მიიღოთ. ქოქოსის ზეთს აურიეთ.
გამოყენების რეჟიმი:
სუფთა ფუნჯი პრეპარატში მოათავსეთ და ფრჩხილებზე წაისვით. ყოველდღე, დღეში 2-ჯერ პროცედურა გაიმეორეთ.