Connect with us

კულინარია

3 უხეში შეცდომა ბრინჯის მოხარშვისას, რის გამოც გარნირი უგემური გამოდის

20 წლიანი სტაჟის მზარეულიც კი კერძის მომზადებისას ელემენტარულ შეცდომებს უშვებს. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ სუშისთვის ბრინჯი ძმარსა და შაქარში უნდა მოხარშოთ. არ იდარდოთ, სწავლა გვიანი არასდროსაა. პირადად, ცნობილი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის ხრიკებმა შთამაგონა.

მისი შოუს დახმარებით კულინარიის შესახებ ბევრი რამ გავიგე. ერთ–ერთი პროგრამაში ცნობილი მზარეული ყვებოდა 3 გავრცელებულ შეცდომაზე, რომელსაც დიასახლისები ბრინჯის ხარშვისას უშვებენ. გულწრფელად ვაღიარებ, მეც ერთ–ერთი მათგანი ვიყავი. ახლა ვიცი, როგორ მოვხარშო ბრინჯი სწორად. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელ შეცდომებზეა საუბარი და როგორ მოხარშოთ ბრინჯი სწორად.

როგორ არ უნდა მოხარშოთ ბრინჯი

რატომაა, რომ როცა ბრინჯის გარნირის მომზადება გსურთ, ბრინჯის ფაფას იღებთ? სავარაუდოდ,  ბრინჯის ხარშვისთვის მომზადების ეტაპი გამოტოვეთ. საქმე იმაშია, რომ ბრინჯის მარცვლები სახამებლითაა დაფარული, რის გამოც ხარშვისას ერთმანეთს ეკვრის. თუ გსურთ, რომ ბრინჯი ფხვიერი იყოს, წინასწარ გამდინარე წყალში რამდენჯერმე გარეცხეთ.

რაში მოვხარშოთ ბრინჯი

თუ ფიქრობთ, რომ ბრინჯი ნებისმიერ ქვაბში შეგიძლიათ მოხარშოთ, მწარედ ცდებით. ჭურჭელს მნიშვნელობა აქვს. იდეალური ვარიანტი ფხვიერი ბრინჯის მოსამზადებლად: ღრმა ტაფა ან სქელძირიანი ქვაბი. ასეთ ჭურჭელში ტემპერატურა თანაბრად გადანაწილდება.

სანამ ბრინჯს წყალში ჩაყრით, წყალს მარილი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ მარცვლები ჩაყარეთ და იმწამსვე აურიეთ. მოძრაობაში ძირს არ მიეკვრება. წყალი კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ. თავსახური დაახურეთ და ბოლომდე ხელი არ ახლოთ.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯი სუფრაზე გასატანად

ალბათ, ყველაზე გავრცელებული შეცდომა – სუფრაზე ცხელი, ორთქლიანი ბრინჯის გატანა. წესის მიხედვით, მზა ბრინჯი 7 წუთით თავდახურულ ქვაბში უნდა გააჩეროთ, სანამ თეფშზე გადმოიტანთ. ასე „ბუნებრივ პირობებში“ გაგრილდება და არ აიქერცლება. ამის შემდეგ სანელებლები და კაკალი მოაყარეთ. ნოყიერი ვახშამი მზადაა!

აი, როგორ ამზადებენ პროფესიონალი მზარეულები და გამოცდილი დიასახლისები ბრინჯს. იცით, როგორ მოამზადოთ ბრინჯი სწორად თუ ზემოთ მოცემული წესები თქვენთვის სიახლეა? გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლო ხრიკები, როგორ მოვამზადოთ გემრიელი ბრინჯის გარნირი!