Connect with us

საკითხავი

3 სახელი. ამ კაცებს დედა ზრდასრულ ასაკშიც სჭირდებათ

ორივე პარტნიორი ფსიქოლოგიურად მომწიფებული უნდა იყოს, რომ ზრდასრული და ჯანსაღი ოჯახი შეიქმნას. პარტნიორებს საკუთარი და მეორე ნახევრის ღირებულებები და ურთიერთობაში ადგილი უნდა ესმოდეს. ხშირად ქალს ხელში რჩება დედიკოს ბიჭი, რომელსაც შვილივით უპირობო და მუდმივი ზრუნვა სჭირდება.

მამაკაცებში ასეთი ქცევის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, თავის დროზე დედისგან ჯანსაღი განცალკევება არ მოხდა ან მისაბაძი მაგალითი არ ჰყავდა. არ იფიქროთ, რომ დედიკოს ბიჭი მხოლოდ დედის ან ბებიის მიერ გაზრდილი კაცები არიან. ეს ბედნიერ და სრულყოფილ ოჯახშიც შეიძლება მოხდეს. ბევრი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ დედიკოს ბიჭი გამოავლინოთ. ამაში შეიძლება სახელიც დაგეხმარონ. ამბობენ, რომ ზოგიერთი სახელი პირდაპირ მიგვითითებს, რომ მამაკაცი დედიკოს ბიჭია.

რა ჰქვიათ კაცებს, რომელთაც დედა ნებისმიერ ასაკში სჭირდებათ

ბორისი

ეს ძლიერი და შეუპოვარი მამაკაცის სახელია. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერს აანალიზებს, რისკებს ითვლის. საყვარელი ქალი მისი სუსტი ადგილია. მზადაა, რომ ძლიერ ქალს მმართველობა დაუთმოს. ასეთ ქალს, როგორც დედას, სიამოვნებით მოუსმენს და მის მითითებებს შეასრულებს.

ვალენტინი

ვალენტინს ლიდერობის სურვილი არ აქვს. გადაწყვეტილებების მიღებას თავს არიდებს. ელოდება, რომ ამას მის ნაცვლად გააკეთებენ. სიურპრიზები არ უყვარს. სტაბილურობას უპირატესობას ანიჭებს. საკუთარი ცხოვრების გაკონტროლება არ სურს. დედა მის ნაცვლად ყველაფერს აკეთებს და ამას მიეჩვია. ფულის შოვნაზე, საჭმლის მომზადებაზე, ჩაცმაზე თავს არ იწუხებს. რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს. ისეთ ცოლს ეძებს, რომელიც დედას იდეალურად ჩაუნაცვლებს. ინიციატორი არა, მაგრამ ყოველთვის დაგეხმარებათ და მხარს დაგიჭერთ.

დიმიტრი

მერყევი ხასიათი აქვს, ახლობელ ადამიანში მხარდაჭერას ეძებს. ჰობს და სამსახურს ხშირად იცვლის.  არ იცის, რა აბედნიერებს და რისი გაკეთება მოსწონს. ცოლის არჩევას პასუხისმგებლობით ეკიდება. მისი რჩეული უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ეტყვის, რა არის სწორი და რა არასწორი. დარიგება სჭირდება. რჩევებს აუცილებლად მოუსმენს და გაითვალისწინებს.

ცუდი არაფერია მამაკაცში, რომელსაც დედა სჭირდება. ბევრი ქალი სწორედ ისეთ მამაკაცს ეძებს, ვისზეც იზრუნებს. იდეალური არავინაა. თუ გსურთ, რომ ოჯახის უფროსი იყოთ, გადაწყვეტილებები მიიღოთ, ქმარზე მუდმივად იზრუნოთ, ასეთი მამაკაცი შესაფერისია.

Advertisement