ჯანმრთელობა
3 სასმელი ქალებისთვის, რომ ჰორმონები ნორმაში გქონდეთ. ყოველდღე დალიეთ.
გთავაზობთ 3 სასმელის რეცეპტს ქალებისთვის, რომელიც ჰორმონების დარეგულირებაში დაგეხმარებათ. შედეგი სახეზეა.
რეცეპტი № 1
რძე კურკუმასთან ერთად აიურვერდების ყველაზე პოპულარული სასმელია. მას „ოქროს რძესაც“ უწოდებენ. სასმელი ყველა ჰორმონს აბალანსებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და სურდოს კურნავს.
რეცეპტი: 200 მლ ცხელ რძეში ½ ჩ/კ კურკუმა გახსენით. გემოვნებით შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. სასმელი სჯობს ღამით დალიოთ.
რეცეპტი № 2
ჟოლოს ფოთლების ჩაი ქალის რეპროდუქციულ სისტემას არეგულირებს, ასევე საშვილოსნოს აძლიერებს, რისი წყალობით მენსტრუაცია, მშობიარობა და კლიმაქსის მსუბუქად გადადის. ჩაი წარმოუდგენელ მხნეობას მოგანიჭებთ და ყავას ჩაანაცვლებს. დღეში 3 ჭიქა დალიეთ და ჰორმონალურ ფონს მოაწესრიგებთ.
რეცეპტი: 1 ს/კ ჟოლოს ფოთლებს (შეიძლება ხმელი) 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით დააყენეთ. ძილის წინ არ დალიოთ. სჯობს დილით და დღის განმავლობაში მიიღოთ.
რეცეპტი № 3
თბილი წყალი ლიმონთან ერთად – სასმელი ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ, ასევე ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, იმუნიტეტს, კანის მდგომარეობას და საჭმლის მომნელებელ სისტემას გააუმჯობესებს. ლიმონი დანაყრების ჰორმონზე, ლეპტინზე გავლენას ახდენს. თუ ის დაბალანსებული არაა, ორგანიზმი ცხიმების დაგროვებას იწყებს.
რეცეპტი: ნახევარი ლიმონი გაწურეთ და ცხელი წყალი დაასხით. ოდნავ გაგრილება აცადეთ და დალიეთ. დილის ამ სასმელით დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ