Connect with us

ვიდეო

3 სასარგებლო სასმელი ფეხში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

სისხლის ცუდი მიმოქცევით გამოწვეული დისკომფორტის გასაქრობად ერთ-ერთი მარტივი მეთოდი ცხოვრების წესის ჩვევების შეცვლაა.

პირველ რიგში, კვების ჩვევები უნდა შეცვალოთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე შესანიშნავ დანამატს: 3 სასმელი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

მკვებავი პროდუქტებით მდიდარი დაბალანსებული დიეტა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება კარგი განწყობისთვის აუცილებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ სისხლის ცუდი მიმოქცევის სიმპტომებს სითხის შეკავება, სიმძიმე და ანთება წარმოადგენს.

როგორ მოქმედებენ სმუზები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად?

პირველ რიგში, ეს სასმელები შეიცავენ ინგრედიენტებს, რომელთაც გამწმენდი და შარდმდენი თვისებები გააჩნიათ და ზემოთ მოხსნებულ დისკომფორტს აქრობენ. მეორეც, შარდიდან სითხის მოშორებას ხელს უწყობენ და დღის განმავლობაში ფეხის შეშუპება მნიშვნელოვნად მცირდება.

1. საზამთრო, მარწყვი, ანანასი და კოჭა

ექსპერტები აცხადებენ, რომ საზამთროს რეგულარული მოხმარება სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს. ამასთან არგინინით მდიდარია. ასევე შეიცავს ამინომჟავა L-ციტრულინს, რომელიც გულის რითმს აუმჯობესებს და სისხლძარღვებს აძლიერებს.

საზამთროს და ანანასის კომბინაციით ბრომელაინის უპირატესობას მიიღებთ. თავის მხრივ, მარწყვი კოქტეილს დამატებითი ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით და ფენოლით გაამდიდრებს, რომელთაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ.

ინგრედიენტები:

  • 1 პორცია (220 გრ) საზამთრო
  • 2 ნაჭერი (100 გრ) ახალი ანანასი
  • 8 მსხვილი (30 გრ) მარწყვი
  • 1 ჭიქა (250 მლ) წყალი

მომზადება:

  1. საზამთრო მარწყვთან ერთად დაჭერით, შემდეგ თესლები მოაშორეთ.
  2. მარწყვი გარეცხეთ და გაწურეთ.
  3. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და საშუალო სიჩქარეზე დააქუცმაცეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. წასახემსებლის ან დღის პირველი კერძის სახით მიირთვით და მომენტით დატკბით.

2. ბოლოკი და სტაფილო

ბოლოკი და სტაფილო სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. სასიამოვნო შეფერილობის მქონე ნატურალური სასმელით ყველა უპირატესობას მიიღებთ:

ბოლოკის წვენი მდიდარია უამრავი ფერმენტით, როგორიცაა მიროზინაზი ან ამილაზი, რომლებიც ტოქსინების გამოსადევნად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით ეფექტურია.

ამასთან, სტაფილო და ბოლოკი ღვიძლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, უჯრედისით მდიდარია და საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. სასმელი სითხის შეკავების საწინააღმდეგოდ ნარჩენების გამოდევნას ხელს უწყობს.

ინგრედიენტები:

  • 1 (40 გრ) ბოლოკი
  • 4 (20 გრ) სტაფილო
  • 1 ჭიქა (250 მლ) წყალი

მომზადება:

  1. სტაფილო გარეცხეთ და გაასუფთავეთ. შემდეგ დაჭერით, რომ ადვილად დააბლენდეროთ. ბოლოკი თხელ ნაჭრებად დაჭერით.
  2. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ძირითად საკვებთან ერთად ან მის შემდეგ დალიეთ.

3. გრეიფრუტი და ყურძენი

გრეიფრუტი და ყურძენი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. ამასთან ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავენ.

წითელი ყურძენი დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, ტანინებს და პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც გრეიფრუტის მკვებავ ნივთიერებებთან კომბინაციაში გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებენ, თრომბს აფერხებენ და ვენებსა და არტერიებზე ზრუნავენ.

გრეიფრუტში შემავალი C ვიტამინის და კვერცეტინის წყალობით ვარიკოზული გაფართოებული ვენების თავიდან აცილებას ან მათ მიერ გამოწვეული დისკომფორტის შემცირებას შეძლებთ. სმუზის მოსამზადებლაად თქვენ დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • 1 (50 გრ) გრეიფრუტი
  • 2 ჭიქა (200 მლ) წყალი
  • რამდენიმე მტევანი (100 გრ) წითელი ყურძენი

მომზადება:

  1. ყურძენი გარეცხეთ და გააშრეთ. გრეიფრუტი ნაჭრებად დაჭერით.
  2. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ერთგვაროვანი სასმელის მიღებამდე დააბლენდერეთ. ჭამის დროს მომენტით დატკბით.

პირველ რიგში, ამ კოქტეილების რეგულარული მოხმარება ანტიოქსიდანტების და C ვიტამინის შემცველობის წყალობით ფეხში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მეორეც, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას ხელს უწყობს.